გამარჯობა
წინასწარ ბოდიში ყველასთან თუ თემა შესაბამის განყში არ გავხსენი
ანუ ზემოთ მითითებული მანქანა ავიღე და ავტომატურ კოლოფებში არავითარი გამოცდილება არ მაქვს
თან გარაჟისტი ვარ, მაგრამ ჩემს ხელში გავლილი მანქანების 99% ჩვეულებრივი გად. კოლოფებია
საერთოდ საფრანგეთში ერიდებიან მეტნაკლებად ავტომატს, მანდ კი ძალიან აფასებთ
არც მე ვარ ავტომატის დიდი ფანი
მოკლედ პრობლემა:
რომ დაქოქავ და სიჩქარეში ჩააგდებ ცივზე ჩვეულებრივ მიდის, სიჩქარეები უპრობლემოდ ვარდება, არავითარი ხმა ან გაკვრა, რამოდენიმე კილომეტრში უცებ მოდებას ჰკარგავს და გაზზე დაჭერას არ რეაგირებს, თითქოს ნეიტრალურში იყოს. აჩერებ, გადაქოქავ და ადგილიდან იძვრის, ოღონდ ბევრად ნაკლებს გადიხარ და ისევ იგივე. ერთხელ ასე გავაჩერე, გადავქოქე, ბოლომდე გაზი, სადრაც 7-8 წამში ამიკრიფა 100კმ, მერე ისევ "გაანეიტრალა", სიჩქარეში კი ამ დროს ჩაგდებულია
ხვალ მივიყვან ჩემს მექანიკთან გარაჟში, ისიც ალბათ ცოტას იმარჩიელებს, კარგი ხელოსანია ოღონდ ავტომატიკა არ არის მისი ძლიერი მხარე. მოკლედ ხვალამდე მაინტერესებს რა უნდა იყოს, რაც ეს მანქანები საქართველოში დადის შანსი არ არის მისი სიმპტომები არ იცოდეთ.
წინასწარ მადლობა
პს. ჩემი ვერდიქტი ალბათ ან ზეთი აკლია/უვარგისია, ან ტვინი ურევს, ან კონტაქტორშია პრობლემა, შეიძლება ზეთი მიესხა და ამოკლებს
მოკლედ თვითონ გადაცემათა კოლოფი არა მგონია იყოს