კიდევ დიდ ხანს იმუშავებს ზარალზე, მინიმუმ სანამ გუნცაძე და მისი მეგობარ-მეზობელ-ძმაკაცები მართავენ რკინიგზას.
საქართველოს რკინიგზაში 126 035 60 მილიონი ლარი თვეში მხოლოდ ხელფასებში იხარჯება.
"2020NEWS"-ის მიერ მოპოვებული დოკუმენტიდან ირკვევა, რომ რკინიგზის გენერალური დირექტორის, დავით ფერაძის ანაზღაურება თვეში 15 565 ლარია.
გენერალურ დირექტორს ორი მოადგილე ჰყავს, მათგან ერთის ხელფასი 6500 ლარია, მეორის კი 8023 ლარს შეადგენს.
როგორც ეტყობა, დავით ფერაძეს, რკინიგზის სპეციფიკიდან გამომდინარე, ბევრი თანაშემწე, მრჩეველი, კოორდინატორი და კონსულტანტი სჭირდება. რკინიგზის გენერალურ დირექტორს 4 თანაშემწე, 3 მრჩეველი, 1 კონსულტანტი და 1 კოორდინატორი ჰყავს.
დავით ფერაძის მრჩეველების ხელფასი 3500-დან - 4100 ლარამდეა, ხოლო მისი ორი თანაშემწე თვეში 4600-4600 ლარს იღებს (ეტყობა დატვირთვიდან გამომდინარე), დანარჩენი ორის ხელფასი კი - 2280 და 1500 ლარია.
აღსანიშნავია, რომ ფერაძის კონსულტანტი თვეში 4000 ლარს იღებს, ხოლო გენერალური დირექტორის კოორდინატორი 2500 ლარს.
მხოლოდ გენერალური დირექტორის, მისი მოადგილე - მრჩეველ -თანაშემწე - კონსულტანტ - კოორდინატორების სახელფასო ფონდი თვეში 61 128 ლარს შეადგენს.
რკინიგზას ჰყავს კოოპერატიული მართვის დეპარტამენტის უფროსი, რომლის ყოველთვიური ანაზღაურება 6100 ლარია. მას 3 მოადგილე და 1 მრჩეველი ჰყავს.
მისი მოადგილეების ხელფასი 5650- 5650 და 4600 ლარია, ხოლო მისი მრჩეველი 3700 ლარს იღებს ყოველთვიურად. საქართველოს რკინიგზაში გენერალური დირექტორის გარდა სხვა დირექტორებიც მუშაობენ.
მაგალითად, "ოცნების" ყოფილი აქტივისტი დაჩი ცაგურია მგზავრთა გადაყვანის დირექტორია, რომელიც ყოველთვიურად 8172 ლარს იღებს ხელფასის სახით.
ამდენივე აქვს ხელფასი ინფრასტრუქტურის დირექტორ ვასილ ხორავას, სატვირთო გადაზიდვების დირექტორ გურამ გურამიშვილის და ფინანსურ დირექტორს ირაკლი ტიტვინიძეს.
რაც შეეხება რკინიგზის ტექნიკურ პერსონალს - ელ.მემანქანის ხელფასი თვეში მხოლოდ 1000 ლარია და ეს ტექნიკური პერსონალის ყველაზე მაღალი ხელფასია.
ელ. მემანქანის თანაშემწე 800 ლარს იღებს, ოსტატი 720 ლარს, ზეინკალი 600 ლარს, ლიანდაგის მონტიორი 560 ლარს და ელექტრო მონტიორი 400 ლარს.
https://www.2020news.ge/index.php/%E1%83%A1...%83%A8%E1%83%98იმ პირობებში კი, როცა რკინიგზას ამხელა ზარალი მოაქვს ქვეყნისთვის, საქართველოს რკინიგზის დირექტორს რიგით რკინიგზელზე 40-ჯერ მეტი ხელფასი აქვს
https://old.newposts.ge/?newsid=209101-%E1%...%83%AB%E1%83%94