არამც და არამც.
გმადლობთ, ძალიან დროული და სწორი შეკითხვაა.
დავდგეთ რეალობის პირისპირ, ნუ შეგვეშინდება ნურავისი და ნურაფრისა.
ნუ შეგვეშინდება ამ რეალობასთან თვალის გასწორება, რაოდენ მტკივნეულიც და გაუსაძლისიც არ უნდა იყოს ის.
შევხედოთ... მთელი წელი, წლიდან წლამდე, არავინ არაფერს გვეკითხება, რადგან უკვე ყველაფერი გადაწყვეტილია ჩვენი
ნებისგან დამოუკიდებლად ჩვენს საკუთარ ცხოვრებაში.
რადგან აზრი არა აქვს არანაირ მცდელობას, რათა საკუთარი ცხოვრება გვეკუთვნოდეს მხოლოდ ჩვენს შემოქმედს და ჩვენ.
ხალხში მასობრივად ისმის ერთი და იგივე ტექსტი: "ჩვენ არაფერს წარმოვადგენთ." კმაყოფილი ეშმა კი ქირქილებს: ხი-ხი, ხი-ხი...
საზოგადოება ფრუსტრირებულია, რეპრესირებულია, დისკრიმინირებულია, უფლებააყრილია, ყველა კანონიერი ინტერესი წართმეული აქვს.
ამ დროს, უცაბედად, წელიწადში ან რამოდენიმე წელიწადში ერთხელ დგება "დღებედნიერი", როცა ჩვენ ვაკეთებთ "საკუთარ" არჩევანს "თავისუფლად"?!...
ნუ გავხდებით ილუზიების მსხვერპლნი. ახალგაზრდები იოლად ტყუვდებიან, ძველ თაობებს ასე იოლად ვერავინ დააბოლებს.
ჩვენ არ გვჯერა თქვენი ტყულების და ამისი უფლება მაინც დაგვიტოვეთ, რათა სამართლიანად არ გვჯეროდეს იმ სიყალბისა,
რომელსაც ძალადობრივად გვახვევთ თავს.
დავიღალეთ, მთელი ერი დავიღალეთ. არც ხელისუფლებად წოდებულს, არც ოპოზიციად წოდებულს არ ვენდობი. ბლეფს არ ვენდობი.
ამიტომ, უკვე დიდი ხანია, არანაირი სურვილი არ გამაჩნია წინასაარჩევნო კამპანიაში თუ უშუალოდ არჩევნების პროცესში ჩასაბმელად.
მთლიანად წყობილება, სახეებიც უნდა შეიცვალოს და უფლის ნებით უნდა აღიდგინოს სახელმწიფომ ფენიქსივით თავი.
სწორედ უფლის ნებით ეს უნდა შევძლოთ ხალხმა. ამიტომ, მე ჩემს საზოგადოებას მივმართავ:
მოჯადოებულ წრეზე კი ნუ ვტრიალებთ ბოროტის შთაგონებული სცენარით, გამოვიდეთ ამ წრიდან და დავინახოთ ძირეული ცვილებების
გატარების აუცილებლობა. ნუ შეგვეშინდება უფლის წინაშე პასუხისმგებლობის აღებისა, არავის/არარას ახირებას ძალით ნუ მოვიხვევთ თავს.
ჩვენმა წინაპრებმა საკუთარი მხრებით ზიდეს და საკუთარი სისხლით დაწერეს საქართველოს ისტორია საუკუნეთა მანძლზე და გაქცევა,
სიმხდალე არავის უფიქრია. ხოდა ის, რაც ჩვენმა წინაპრებმა ჩვენამდე მოიტანეს, ბოროტისთვის მსხვერპლად გადასაცემად არ გვემეტება.
ჩვენ გვაქვს უფლება!
პლებისციტი, რეფერენდუმი და შემდეგ არჩევნები უნდა ჩატარდეს, აი ამგვარად:
This post has been edited by Катеньки on 1 Sep 2021, 13:50
უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი შენი მხევალი ეკატერინე.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
წმიდა ხარ, წმიდა ხარ, წმიდა ხარ შენ, ღმერთო, ღვთისმშობელისა მიერ შეგვიწყალენ ჩვენ.