როგორც მოგეხსენებათ პარლამენტმა მიიღო კანონი ამნისტიის შესახებ, რომლის საფუძველზეც შემდგომი სისხლისსამართლებრივი დევნისაგან თავისუფლდებიან პირები, რომლებმაც 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით 2019 წლის 20-21 ივნისს ჩაიდინეს დანაშაული.
პირველი აბსურდი პრეამბულაშივეა მითითებული, რაც გულისხმობს ამნისტიის აქტის მიღებას მიშელის შეთანხმებაზე მითითებით.
იმ შეთანხმებაზე მითითებით, რომელიც კანონის მიღების დროისთვის ანულირებულ-გაჩათლახებულია.
მეორე სამარცხვინო და ერთ კაცზე გათვლილი უპრეცედენტო დათქმაა კანონის პირველი მუხლის პირველ პუნქტში, რომლის თანახმად ამნისტია ვრცელდება მხოლოდ იმ პირზე რომელიც ამ კანონით დადგენილი წესით უარს არ აცხადებს მის მიმართ ამ მუხლით გათვალისწინებული ამნისტიის გავრცელებაზე.
https://matsne.gov.ge/ka/document/view/5199308?publication=0დღეს მელიამ უარი თქვა ამნისტიის მის მიმართ გავრცელებაზე და მისი საქმე ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება.
კანონის ამ ფორმით მიმღებ-მომწონებელი არ მგონია კამოს და ნელსონ მანდელას დიდად განასხვავებდეს ერთმანეთისგან, უბრალოდ ყველაფერზე მიდის იმწუთიერი პოლიტიკური ინტერესის გამო.
შალვა პაპუაშვილი - ნიკა მელია უარს ამნისტიაზე კი არ ამბობს, დეპოლარიზაციაზე, ფურცლის გადაშლაზე, წინ გახედვაზე ამბობს, ის არათუ კანონს, იმ შეთანხმებასაც ეწინააღმდეგება, რაზეც ხელი მოაწერეს
https://www.interpressnews.ge/ka/article/67...c-xeli-moaceresხელისუფლებას თუ მართლა სიმშვიდე და ფურცლის გადაშლა უნდოდა, მაშინ რა საჭიროება იყო, რომ მელია ასეთი არჩევანის წინაშე დაეყენებინა?
ტეხავს მეგობრებო, ტეხავს.
This post has been edited by sanakoev on 9 Sep 2021, 19:23