უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ იალტის ევროპული სტრატეგიის ფორუმზე (YES), განაცხადა, რომ შესაძლებელია მოხდეს რუსეთთან ომი, რის გამოც მას სურს მნიშვნელოვანი და აუცილებელი შეხვედრა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან.
ფორუმის მიმდინარეობისას კითხვაზე, არის თუ არა რუსეთთან ომის რეალური შესაძლებლობა, ზელენსკიმ თქვა: "მე ვფიქრობ, რომ ეს შესაძლებელია. თუ რუსული მხარის ძლიერი ესკალაცია იქნება, ეს არის ყველაზე საშინელი რამ, რაც შეიძლება მოხდეს. სამწუხაროდ, არსებობს ასეთი შესაძლებლობა. "
გარდა ამისა, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ შეერთებულ შტატებთან ურთიერთობა უკეთესია ვიდრე ადრე, მაგრამ უკრაინას არ აქვს მკაფიო პოზიცია ამერიკისგან უკრაინის ნატოს სამხედრო ალიანსში გაწევრიანების შესახებ.
ზელენსკის განცხადებას რუსეთის პრეზიდენტის სპიკერი დიმიტრი პესკოვი გამოეხმაურა:
,,სპეკულაციები რუსეთსა და უკრაინას შორის ომის შესაძლებლობის შესახებ აპოკალიფსურია, კრემლს არ სურს მათში ჩაბმა"
პარალელურად ვითარება დაძაბულია უკრაინის აღმოსავლეთში, იერიშები არ წყდება უკრაინულ პოზიციებზე, მხოლოდ გასულ 24 საათში კორექტირებული საარტილერიო ცეცხლის შედეგად 8 უკრაინელი სამხედრო დაიჭრა, მათგან 2-ის მდგომარეობა კრიტიკულია, იბომბება, როგორც სამხედრ და სამოქალაქო პოზიციები, აგრეთვე უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის (СБУ) სადამკვირებლო პუნქტები.
დონბასში გართულებულ სიტუაციას გამოეხმაურა ოფიციალური ვაშინგტონი, თეთრი სახლში აღმოსავლეთ უკრაინაში შესაძლო ესკალაციის პირობებში, უკრაინისადმი რუსეთის წინააღმდეგ დახმარების გაზრდის შესახებ განაცხადეს.
https://news.yahoo.com/shelling-eastern-ukr...-101528537.htmlhttps://www.reuters.com/world/europe/ukrain...ity-2021-09-10/