გთავაზობთ ახალი ოპოზიციური პარტიის შექმნას, სახელად – გადადექი!
რომელიც სულ ოპოზიცია იქნება, ნებისმიერი მთავრობის დროს.
რატომ?
ვთქვათ, შეიქმნა კოალიციური მთავრობა, რომელიც, მავანთ თუ დავუჯერებთ,
ერთმანეთს აკონტროლებს.
და ასე რომ არ მოხდეს?
უფრო დასაჯერებელია, რომ მართლაც შექმნან "კოალიცია" და ერთად ჩაუჯდნენ
საქართველოს ბიუჯეტს. ამის უამრავი მაგალითი გვაქვს, (იცით, ნუ ჩამომათვლევინებთ)
ამიტომ გთავაზობთ იდეას, შევქმნათ ოპოზიციური პარტია, რომელიც ბიუჯეტიდან
დაფინანსდება.
გავაწევრიანოთ მართალი, პატრიოტი ადამიანები, ახალგაზრდები, იდეალისტები,
რომლებიც არ გაიყიდებიან. (მყიდველიც ცოდოა და საქართველოც)
თუ ოთხი წლის შემდეგ მთავრობა სერიოზულ გარდაქმნებს, წარმატებებს,
კარგ დამთავრებულ ან დაწყებულს მაინც პროექტებს არ დადებს,
მოსთხოვონ გადადგომა.
ამ პარტიისთვის ყველაზე მთავარი ხალხის ნდობის მოპოვება უნდა იყოს.
ნებისმიერი კორუფციაში ან ღალატში შემჩნეული წევრი გაირიცხოს
პარტიიდან.
სანდოობაც მეტი იქნება, როდესაც ეცოდინებათ, რომ ეს ხალხი ხელისუფლებაში
მოსასვლელად არ იბრძვის.
რას იტყვით?
მიმაგრებული სურათი