kindle-ის მიმდინარე მოდელებში basic და paperwhite არის ე.წ. ხელმისაწვდომი ვარიანტები. ამ ორს შორის ძირითადი განსხვავება განსხვავება ეკრანშია (paperwhite) უფრო მაღალი გარჩევადობისაა (ტექსტი უფრო მეტად მკაფიოა). განსხვავება აშკარაა, თუმცა არც basic ვერსია გამოიყურება ცუდად, ისე რომ ვერ იხმარო.
სხვადასხვა ბრენდები არსებობს. მათ შორის
https://www.kobo.com/us/en/ereaders აქედან Clara HD არის Paperwhite-ს საპირწონე და Nia, Basic-ის. ქინდლისგან განსხვავებით ეს ბრენდი ღია სისტემითაა და სხვა წამკითხველი პროგრამის ჩაწერაა შესაძლებელი, რომელიც მეტ ოფციებს იძლევა ქინგლისგან განსხვავებით. ამასთან clara-ს აქვს განათების ტემპერატურის კონტროლი (ღამით კითხვისას ცივი და თბილი განათების რეგულირება, რაც ძალიან კომფორტულია თვალისთვის).
საბოლოოდ, ვფიქრობ ეს ფაქტორებია გასათვალისწინებელი:
- ეკრანის ზომა, ფიზიკურად რამხელაა.
- ეკრანის გაფართოება, ტექსტი რამდენად მკაფიოა.
- ეკრანის განათება, საერთოდ აქვს თუ არა და თუ აქვს ტემერატურის კონტროლი თუ არის შესაძლებელი.
- ფორმატების თავსებადობა. თუ უკვე დიდი ბიბლიოთეკა არ გაქვთ რომელიმე ფორმატში, მაშინ დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ქინდლი კითხულობს გავრცელებულიდან mobi ფორმატებს და epub-ს ვერა. სხვა სისტემები epub თან უფრო მეგობრობენ. თუმცა საერთო ჯამში ადვილად კონვერტირებადია.
- გასათვალისწინებელია, რომ ზოგადად pdf ფორმატთან ყველას თავისებური პრობლემა აქვს. უმეტესად ნელია UI ან ფორმატიდან გამომდინარე შიფტი პატარაა, კითხვა ჭირს და ა.შ. თუ მაინც pdf იქნება ძირითადი დანიშნულება პირველ პუნქტში (ეკრანის ზომა) რაც უფრო მეტი იქნება, მით უფრო გაიზრდება მოსახერხებლობა.