სალამი მეგობრებო.
მოკლედ ასეთი რამ მოხდა, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ტარდება საქართველოში (PES 21-ში), ანუ ვინ წარადგენს საქართველოს მსოფლიო ჩემპიონატზე და თბილისი მოიგო ჩემმა ახლობელმა. შემდეგ ეტაპზე უკვე საქართველოს მასშტაბით ვინც არიან გამარჯვებულები უნდა ათამაშონ ერთმანეთი რომ გაირკვეს საქართველოს ჩემპიონი.
ჩემმა ახლობელმა გააპროტესტა არასწორი კენჭისყრა რომელიც ჯგუფებში მოთამაშეების განაწილებას ეხებოდა, წესით და რიგით პირველადგილოსნები უნდა განაწილებულიყვნენ 8 ჯგუფში და ერთმანეთს არ უნდა შეხვედროდენ. მოხდა შემდეგი რამ რომ რეგიონების მიხედვით გაიყო და არა მოგებულების მიხედვით ანუ თბილისიდან 8 გამარჯვებული, პირველი ადგილიდან მერვემდე გადაანაწილეს 8 ჯგუფში და არა პირველადგილოსნები საქართველოს მასშტაბით.
https://www.youtube.com/watch?v=RYM515w0qloგააპროტესტა ზუსტად ეს როდესაც თავიდან სხვანაირად იძახიან და ხდება ბოლოს არასწორად, დაწერა რომ არასწორი იყო და ა.შ გააკრიტიკა ფედერაცია და ამის გამო მისცეს 1წლიანი დისკვალიფიკაცია. მსოფლიო ჩემპიონატზე წასასვლელად იქითა წელს უნდა იბრძოლოს და ფედერაცია არ უნდა გააკრიტიკოს
რა შეიძლება მოვიმოქმედოთ ამ შემთხვევაში ? ან ამ ფედერაციას როგორ უნდა ეშველოს 19 წელია 1 პრეზიდენტი ჰყავს. არჩევნებიც არ ტარდება პრეზიდენტის არჩევის.
თუ არასწორ ადგილას გავხსენი თემა ბოდიშს ვიხდი და გადაიტანეთ სხვაგან