ბათუმში 9 წლის გოგომ სუიციდი სცადა. მეზობელი, რომელსაც ოჯახი მოზარდის თვითმკვლელობამდე მიყვანაშიადანაშაულებს, დაკავებულია. ფაქტზე გამოძიება 115ე მუხლით მიმდინარეობს.
აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოში გამოკითხვები ამ დრომდე გრძელდება. წინასწარი ინფორმაციით, 50 წლამდე ქალი მოზარდს შეურაცხყოფას სისტემატურად აყენებდა.
დაკავებულის ოჯახი ბრალდებას უარყოფს.
მოზარდის დედა დაკავებულის ოჯახის სხვა წევრების პასუხისგებაში მიცემასაც ითხოვს. ამბობს, რომ მის შვილებზე ტერორი მეზობლის მხრიდან რამდენიმე თვეა მიმდინარეობს.
ბათუმში, სოციალურად დაუცველმა 9 წლის ბავშვმა თვითმკვლელობა სცადა – დედა მეზობელს ადანაშაულებს
ბათუმში, ერთ-ერთ იტალიურ ეზოში მცხოვრები 5 ოჯახი საცხოვრებელ სახლზე დავობს.
სახლში ქირით მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახი კი, ერთ-ერთ თანამესაკუთრეს არასრულწოვნების ბულინგსა და ზეწოლაში სდებს ბრალს.
9 წლის მოზარდი დედასთან ერთად პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე იმყოფება. მოზარდის მშობელი ამბობს, რომ მეზობელს მათი გასახლება სურს და ამ მოტივით ბავშვებს ავიწროებს, რის გამოც, მოზარდმა თვითმკვლელობა სცადა. იგი პოლიციისაგან დაცვას ითხოვს და ამბობს, რომ სამმართველოში სწორედ ამ მიზნით მივიდა.
ფაქტს ბრალდების ადრესატი უარყოფს. ამბობს რომ ბავშვებს მათ წინააღმდეგ იყენებენ.
https://primetime.ge/batumshi-sotsialurad-d...-adanashaulebs/

ვინც ეგ ძროხა გამოუშვას.....