კითხვა - არის თუ არა საქართველოში პოლიტიკოსთა კლასი არაკომპეტენტური და უუნარო, როდესაც მათ არ შეუძლიათ თუნდაც 1000 ახალგაზდა დაამოტივირონ, რომელნიც მზად იქნებიან
აქტიურად დაიცვან
ნებისმიერი ფორმით დემოკრატია და საკუთარი მატერიალურ/ფინანსური მომავალი.
განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში ახალგაზდების მიერ პირად განვითარებაში ჩადებული ინვესტიცია, გაცილებით ნაკლებ ფინანსურ მიღწევებს მოუტანთ მომავალში, ვიდრე საკუთარი აქტივიზმი რომ მიმართონ საერთო სახელმწიფოს მდგრადი განვითარების/კეთილდღეობის შესაქმნელად, პლიუს მიაღწიონ ევროკავშრის წევრობას.
თუნდაც გირჩი და სხვები ვერ ახერხებენ დააგენერირონ მარტივი გზავნილები პოლიტიკისადმი ნიჰილისტურად განწყობილი ახალგაზრდებისთის, მათთვის გასაგებ ენაზე რო აუხსნან თუნდაც ის, რომ დღეს პირად განვითარებაზე დახარჯული 40 საათი კვირაში მოუტანთ - მონობას და პირობითათ 1500 ლარს თვეში, და 1 საათი დათმობილი კვირაში პოლიტიკური აქტივიზმისთვის, მოუტანთ იმ მშპს და ხელფასებს რასაც მინიმუმ ბალტიისპირეთმა მიაღწია.

(არადა მეტი შეგვიძლია ვგონებ)
რა პრობლემაა რომ პოლიტიკოსებმა შექმნან პოლიტიკური აქტივიზმის ტრადიციები და არსებობდეს გარკვეული წრე საზოგადოების, რომელიც მზად იქნება ქონდეს მწვავე რეაქცია იმ მოვლენებზე, რაც მათ კეთილდღეობას შეუქმნის საფრთხეს.
მარა როგორც ყოველთვის უფალი გადმოგვხედავს და თავისით მოგვარდება ყველაფერი, როგორც ხდება ხოლმე ზოგადად ამ ქვეყნის ისტორიაში. მხოლოდ მისტიურ ძალნი თუ აკალაპოტებენ ამ ქვეყნის ბედ-იღბალს, თორე ჩვენ ვართ საამურ პოლემიკებში. ))
This post has been edited by syus on 12 Sep 2021, 03:49