http://tribuna.ge/index.php?option=com_con...d=2332&Itemid=1ლალი მოროშკინას „უსექსობა პატარა ქალაქში“ უკვე წარმატებით იყიდება. თავად მოროშკინა ამბობს, რომ მისი მეორე წიგნის პრეზენტაციაზე რეკორდი მოიხსნა და ერთ დღეში 300 ეგზემპლარი გაიყიდა. მესამე წიგნი ჯერ არ დაუწყია, მაგრამ უკვე გადაწყვეტილი აქვს, რომ დაწერს. წიგნის გმირებიც უკვე მონიშნა – საქართველოს ციხეებში მყოფი პატიმრების სახით.
ლიტერატურული საქმიანობა მოროშკინას მთავარი საფიქრალი არ არის. დიდ პოლიტიკაზეც ფიქრობს და იმედოვნებს, რომ დიპლომატიურ საქმიანობაში დიდ წარმატებებს მიაღწევს.
„ტრიბუნა.ge“ ლალი მოროშკინას ჯერ არ დაწერილ წიგნსა და სამომავლო პოლიტიკურ გეგმებზეც ესაუბრა.
ქალბატონო ლალი, „უსექსობა პატარა ქალაქში“ თქვენი მეორე წიგნია, რატომ გადაწყვიტეთ მისი დაწერა?
ჩემი პირველი წიგნი 30 წლის განმავლობაში განცდილ ტკივილს ეხებოდა, ანუ მასში აღვწერე ყველაფერი, რაც მოხდა ჩვენს ქვეყანაში, ეს იყო ნგრევა, პოსტსაბჭოთა პერიოდის პრობლემები, აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ ტერიტორიების დაკარგვა. დავწერე ყველაფერი, რაც მე, როგორც ჟურნალისტსა და საქართველოს მოქალაქეს ძალიან მტკიოდა. უბრალოდ, მივიჩნიე, რომ ავტობიოგრაფიული ფორმით ამის აღწერა უფრო კარგი აღსაქმელი იქნებოდა ფართო საზოგადოებისთვის.
ჩვენ ვერც ქართველობა შევინარჩუნეთ, ვერც გლობალიზაციის პროცესში ჩავებით ჯეროვნად. ძალიან ბევრმა გაუკუღმართებულად გაიგო ევროპელობა, კოსმოპოლიტიზმი და ყველა ის ცნება, რომელიც 21–ე საუკუნეში დამკვიდრდა.
ჩემს ახალ წიგნშიც სწორედ ეს პროცესები აღვწერე. ვილაშქრებ უგემოვნობისა და იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც მერკანტილურად ცხოვრობენ. ისინი აფუჭებენ და რყვნიან საზოგადოებას. გამოვდივარ ძალადობის წინააღმდეგ. საქართველოში ძალადობის ფაქტები უპრეცენდენტოდ გაიზარდა და ეს პატარა ქვეყნისთვის კატსტროფაა. ჩვენთან ყოველი მესამე ქალი ძალადობის მსხვერპლია. მოძალადეები არიან როგორც მამაკაცები, ისე უმაღლესი ეშელონების, მმართველი წრეების წარმომადგენლები. ძალადობის ფაქტები ხშირია პოლიტიკურ ეშლონებში.
როგორია თქვენი მოლოდინი ამ წიგნზე გამოხმაურებასთან დაკავშირებით – ვის შეიძლება მოეწონოს ის და ვის არა?
არ ვიცი. ეს ძალიან ინდივიდუალურია. ის შვიდი მამაკაცი, რომელიც რეცენზიას ამზადებდა ჩემს წიგნზე, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანები არიან. ესენი არიან სხვადასხვა ასაკის, მრწამის, პოლიტიკური მიმდინარეობის წარმომადგენლები. მათი დადებითი რეცენზია მაფიქრებინებს იმას, რომ სხვებსაც მოეწონებათ. წიგნს უარყოფითად ალბათ ამავე წიგნის უარყოფითი გმირები შეაფასებენ, მაგრამ მათ არასდროს ეყოფათ იმის ვაჟკაცობა, რომ ეს აღიარონ. არადა, აუცილებლად ამოიცნობენ საკუთარ თავს.
თქვენი პირველი წიგნი, „მე პრეზიდენტი და მსოფლიო ჩემპიონი“, რა ტირაჟით გამოვიდა და თუ შეგიძლიათ გვითხრათ, დაახლოებით, რამდენი ეგზემპლარი გაიყიდა?
15000–მდე ეგზემპლიარი გაიყიდა – ქართული და რუსული ვარიანტი. 2009 წლის ყველაზე გაყიდვადი წიგნი იყო, გახდა ბესტსელერი. იმავეს ველოდები ამ წიგნისგანაც, იმიტომ, რომ ერთ საათში გაიყიდა 300 ცალი და ეს რეკორდიც მოხსნილია. ამის მიზეზი ის კი არ არის, რომ მე ყველაზე კარგად ვწერ, უბრალოდ, დღევანდელობაზე არავინ წერს და ჩვენ კი დღეს სწორედ ეს გვჭირდება.
ამბობთ, რომ ერთ საათში 300 წიგნი უკვე გაიყიდა და რეკორდი მოიხსნა. არის თუ არა ეს სტიმული იმისთვის, რომ მესამე წიგნის დაწერაზეც იფიქროთ?
აუცილებლად დავწერ. ზაფხულში დავიწყებ და თემა იქნება ციხეები, პატიმრების ცხოვრება და საპატიმროებში მომხდარი საშინელებები და ზუსტად ვიცი, რომ იქნება ძალიან მტკივნეული და მძიმედ წასაკითხი წიგნი. საქართველოს ზომის ქვეყანაში, საშუალოდ, 5000 პატიმარი უნდა იყოს, დღეს კი 45 000 პატიმარია. ვფიქრობ, ამაზე აუცილებლად უნდა ვწეროთ.
ქალბატონო ლალი, ცოტა ხნის წინ, ბეწვეულის მაღაზიის გახსნის გამო, თქვენ ცხოველთა უფლებების დარღვევაში დაგადანაშაულეს. რამე სხვა ინტერესიც ხომ არ იყო ამ ბიზნესის წინააღმდეგ?
რა თქმა უნდა იყო სხვა ინტერესები. სხვაგვარად, როგორ შეიძლება ცხოველი ედარდებოდეს ისეთ ადამიანს, რომელიც მემუქრება, რომ შვილს გამიტყავებს. ისინი, თავად არიან არაჰუმანურები. ამ პროცესში მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო ამ წიგნის შიშიც, რომელსაც მაშინ ჯერ კიდევ ვწერდი. ამ ხერხით ჩემი შეშინება გადაწყვიტეს, მაგრამ ამით მე ნამდვილად ვერ მომაყენებენ ზიანს.
როგორც ვიცი, ეს მაღაზია მაინც დაიხურა. რა მიზეზით დახურეთ?
მაღაზია არ დახურულა. უბრალოდ, სეზონი დაიხურა ნოემბრამდე.
საზოგადოებას ახსოვს, რომ თქვენ იყავით ხელისუფლებაში, მინისტრის მოადგილის პოსტი გეკავათ. ხომ არ ფიქრობთ პოლიტიკაში დაბრუნებაზე?
აუცილებლად დავბრუნდები. უფრო დიპლომატიურ, პოლიტოლოგიურ სფეროში ვიქნები, რადგან ეს უფრო არის ჩემი ნიშა. ძალიან მინდა, რომ რუსეთთან დავიწყოთ დიალოგი. იმედს ვიტოვებ, რომ ოდესმე რუსეთში საქართველოს ელჩი ვიქნები. ეს საკითხი 2006 წელს დღის წესრიგშიც იდგა და მაშინდელმა საგარეო საქმეთა სამინისტრომ ჩააგდო ჩემი კანდიდატურა. უნდა გაიფილტროს პოლიტიკური სპექტრი და შემდეგ დავბრუნდები პოლიტიკაში.
შესაძლებლობა რომ გქონდეთ, რას შეცვლიდით ქართულ პოლიტიკაში?
ძალიან ბევრ რამეს. დღეს საქართველოში პოლიტიკა ბიზნესის გარეშე წარმოუდგენელია. საქართველოში მეწარმეებს უნდა ჰქონდეთ ბიზნესის თავისუფლად კეთების საშუალება, მცირე ბიზნესი უნდა გათავისუფლდეს გადსახადებიდან. ამის შემდეგ უკვე შეიძლება საუბარი პოლიტიკაზე. მთავარია სურვილი, თორემ ყველაფრის გამოსწორება შესაძლებელია.
http://tribuna.ge/index.php?option=com_con...d=2332&Itemid=1 This post has been edited by Civilian on 8 Apr 2011, 19:13