დღეს უკვე ამდენი წლის შემდეგ... რა მდგომარეობაშია ეს ტაძრები, მოახდინეს უკვე მათი რესტავრაცია? გაქვთ რაიმე ინფორმაცია?
სახელი ტერიტორიისა გვამცნობს, რომ ეს ადგილი უნდა იყოს დაცული, ხელშეუხებელი, რადგან ეს არ გახლავთ მხოლოდ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი.
***
საყდრისი - აფეთქების ქრონიკა
დეკემბერი 19, 2014
https://www.radiotavisupleba.ge/a/26752694.html13 დეკემბერს კომპანია „RMG Gold“-მა საყდრის-ყაჩაღიანის უბანზე განხორციელებული რამდენიმე აფეთქებით დაიწყო მადნის მოპოვება ბორცვზე, რომლის სიღრმეშიც, მეცნიერთა მტკიცებით, მდებარეობს უძველესი - ძველი წელთაღრიცხვის მეოთხე ათასწლეულის - ოქროს მაღარო. საზოგადოების პროტესტისა და მაღაროს სტატუსთან დაკავშირებით სასამართლოში მიმდინარე დავის მიუხედავად, კომპანია მაინც აგრძელებს მადნის მოპოვებას მძიმე ტექნიკის გამოყენებით. რა პროცესები უძღოდა წინ უნიკალური კულტურული ობიექტის დანგრევას, რა დარჩა კულტურის სამინისტროს მიერ სადავოდ გახდილი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლიდან და რა დაკარგა საზოგადოებამ საყდრისის მაღაროს აფეთქებით?
საყდრის-ყაჩაღიანის N1 სალიცენზიო უბანზე მომხდარი აფეთქება საყდრისის მცველებმა თავიანთი კარვებიდან გადაიღეს. საპროტესტო მოძრაობის ერთ-ერთი აქტივისტის, ჟურნალისტ ნინო მიქიაშვილის თქმით, აფეთქებით დაწყებული ნგრევა მძიმე ტექნიკის გამოყენებით გაგრძელდა და დღემდე არ შეჩერებულა:
„მიწასთან ასწორებენ, მუშაობენ 24 საათი. არ ჩერდებიან ღამითაც, ილიჩის ნათურების შუქზე მუშაობენ. ასევე დღე და ღამე მუშაობენ კვირაცხოვლის ქედზე, არჩილ კბილაშვილი კი ცრუობს, როცა ამბობს, ნარჩენებს ვამუშავებთ და მადნის მოპოვება არ ხდებაო“.

***
საყდრისი-ყაჩაღიანი — ბორცვი სამხრეთ-აღმოსავლეთ საქართველოში, ბოლნისის მუნიციპალიტეტში, დაბა კაზრეთთან ახლოს. ბოლნისიდან 20კმ-ის დაშორებით.
ბორცვზე პირველადი სამეცნიერო სამუშაოები გასული საუკუნის 80-იან წლებში ჩატარდა თ. მუჯირის ხელმძღვანელობით. ამ პერიოდში მომზადებულ ანგარიშებში პირველად გაჩნდა მოსაზრება აქ შესაძლო პრეისტორიული გამონამუშევრების არსებობის შესახებ. 2004 წელს საყდრისი-ყაჩაღიანის ბორცვზე პირველადი არქეოლოგიური კვლევები დაიწყო, 2007 წლიდან 2013 წლამდე კი კვლევებს აწარმოებდა ქართულ-გერმანული არქეოლოგიური ექსპედიცია თომას შტოლნერისა და ირინა ღამბაშიძის ხელმძღვანელობით. მათი მტკიცებით, ობიექტი პრეისტორიული ოქროს მაღაროა (ძვ.წ. 3350-2500 წ.წ.). თუმცა სამეცნიერო წრეებში არსებობს განსხვავებული მოსაზრებაც, სადაც მეცნიერები გამორიცხავენ ამ ადგილას პრეისტორიულ ოქროს მაღაროს არებობას.
გვიანი შუა საუკუნეებიდან მოყოლებული, დღევანდელი საყდრისის მიმდებარე ტერიტორია აბულმუგის სახელით იყო ცნობილი. სწორედ ასე მოიხსენიებს მას ვახუშტი ბატონიშვილი თავის ნაშრომში „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“, ხოლო კონკრეტულად ბორცვს ყაჩაღიანს უწოდებდნენ. საყდრისი ამ ადგილს პირველად გასული საუკუნის 80-იან წლებში უწოდეს, მახლობლად მდებარე საყდრების გამო.
***
რა მდგომარეობაში დღეს ამ ძეგლის სტატუსი და რამდენად არის დაცული ყველა ტაძარი, სრულიად კულტურული მემკვიდრეობა?
ნუთუ გაუგებარია, რომ ძეგლის სტატუსის დაკნინება ხელოვნურად ხდება, რათა ხელშესახები გახდეს და იოლად გაიძარცვოს საქართველოს ეროვნული საკუთრება.
აქ მხოლოდ ძარცვასთან არ გვაქვს საქმე. ეს ძეგლი მამა-პაპას არ დაუტოვებია კონკრეტული პირისთვის ანდერძით. ეკუთვნის საქართველოს სუვერენულ სახელმწიფოს!
ეს არის კონკრეტული მაგრამ არა ერთადერთი (უმრავლესიდან ერთერთი) მტკიცებულება, თუ როგორ იყიდება საქართველოს ეროვნული სიმდიდრეები.
მძიმე პოლიტიკური და სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს მას, ვინც თანხმობა გასცა მიმდინარე "სამუშაოების" ჩასატარებლად.
თითოეული ჩვენთაგანი ვალდებულნი ვართ დავიცვათ სრულიად საქართველოს სუვერენული სახელმწიფო, ჩვენი ეროვნული იდენტობა და შევაჩეროთ ეს პროცესები.
This post has been edited by Катеньки on 17 Sep 2021, 17:44
უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი შენი მხევალი ეკატერინე.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
წმიდა ხარ, წმიდა ხარ, წმიდა ხარ შენ, ღმერთო, ღვთისმშობელისა მიერ შეგვიწყალენ ჩვენ.