გერმანიაში მცხოვრები ქართველი დიზაინერის, დომენიკ მანგოს ვიდეომიმართვამ სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება გამოიწვია. ვიდეოს კომენტარებში მომხმარებლები აღშფოთებას გამოთქვამენ დიზაინერის მისამართით და პატრიარქის მიმართ შეურაცხმყოფელი გამონათქვამების გამო მის დასჯას ითხოვენ.
დომენიკ მანგო, იგივე კუკური ბარამიძე, სოციალურ ქსელში გამოირჩევა ეკლესიის მწვავე კრიტიკით. ცოტა ხნის წინ სკანდალი გამოიწვია მისმა განცხადებამაც ქართველი ერის შესახებ. მანგოს თქმით, "ქართველი ერი პრიმიტიული, გამოშტერებული და განუვითარებელი ერია, რომელიც ბინძურ გარემოში, ყანწებში და ჯვრებში გაიზარდა”.
კუკური ბარამიძის ვიდეომიმართვებს, სოციალურ ქსელებში ათი ათასობით ნახვა აქვს.
ზედმეტად მწვავედ მოსვლია, არ შეიძლება ასე...

თუმცა, ამ წუთას ფბ ზანზარებს და რა ვი, თქვენც ნახეთ... არაა ახალი ვიდეო, მაგრამ ეტყობა ვიღაცამ დღეს დააშეარა და ამ ნათლისღება დღეს, აგვანერვიულა ამდენი ხალხი...