მშენებლობა & რემონტში გავხსენი, მაგრამ კაციშცილი არ შედის იქ, მგონია, რომ აუცილებლად უნდა იცოდეს ეს ხალხმა, ამიტომ გადმოვაკოპირებ ტექსტს:
მოკლე აღწერა: რადონის არის ბუნებაში არსებული რადიაქტიული ელემენტი, შედარებით დიდი რაოდენობითაა სარდაფებში(სიღრმე), საიდანაც რადიაქტიული გაზის სახით გამოიყოფა და ვრცელდება ზედა საცხოვრებელ არეალშიც.
საშიშროება: მოწევის შემდეგ, ფილტვის კიბოს გამოწვევი მეორე ყველაზე გავრცელებული მიზეზია, ასევე იწვევს სხვა ონკოლოგიურ დაავადებებს და აუარესებს ცხოვრების ხარისხს.
ამ პრობლემის გადასაჭრელად არსებობს რადონის სავენტილაციო სისტემები.
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
სისტემა ყენდება იმ შემთხვევაში, თუ გაზომვის შემდეგ რადონის დონე აღემატება დასაშვებ ზღვარს. ითვლება, რომ კერძო სახლები, ბინები მე-3 სართულსა და ქვემოთ აუცილებლად უნდა შემოწმდეს.
ქართულად ვერაფერი ვნახე ამ თემაზე, აშკარად საკმაო საფრთხეში ვართ ქვედა სართულებსა და კერძო სახლში მცხოვრები ხალხი, იქნებ აქ იცოდეთ ვინმემ რამე ამ თემაზე, გაზომვა ან დაყენება თუ ხდება მაგ სისტემის.
This post has been edited by pato-7 on 18 Sep 2021, 23:42