ასეთი სიტუაციაა. იტალიურ ეზოში არის 3 სართულიანი სახლი, სხვენით. ამხანაგობის მერე დაკანონდა ფართები, ის წითლად არის ჩემი, მაგრამ ვინაიდან მესამე სართულის თავზეა, იყენებს იქ მცხოვრები. გააკეთა ოთახი. ერთი მხრიდან სხვა ეზოს სახლის კედელი ესაზღვრება, ჩვენ ეზოში რაცაა, ის კედელი ჰაერშია, არანაირად არ გამოდის რო კიდე მივუშენო და ჩემ ფართზე შესასვლელი გავაკეთო. მესამე სართულზე ერთადერთი მოხვედრის საშუალება ეს კიბეა. ანუ ჩემ ფართში რო შევიდე, ჯერ მესამე სართულის მაცხოვრებლის სახლში უნდა შევიდე, რო მერე იმის კარიდორიდან მოვხვდე სხვენში. ფაქტიურად ჩემ ფართს იყენებს სხვა. მე ვერც ვცხოვრობ, ვერც ვაქირავებ, ვერც ვყიდი. რა აზრი აქ მაშინ ეგეთი ფართის ქონას, მარტო ინვესტორი თუ შემოვიდა, მაშინ მივიღებ თანხას? მეზობელი უცხოელია, ვუთხარით რო გამოისყიდოს, მაგრამ არაო. სასამართლოში რო შევიტანო, რა განაჩენი უნდა გამოიტანოს? სიტყვაზე დააკისრა გამოსყიდვა, ამათ თქვა, არ მაქ ფულიო. მაგის გამო ბინას ხო არ დაუყადაღებენ? რა შეიძლება რო გაკეთდეს, გქონიათ ვინმეს მსგავსი შემთხვევები? ვის შეიძლება რო რჩევით მივმართო?
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)