სულ რაღაც 19 დღე დარჩა II ტურამდე რა რა მოცემულობა გვაქვს:
1) ოპოზიციას ამ დრომდე გეგმა არ დაუდია, არ მიუწვდია მოსახლეობისთვის არანაირი მუხტი/გეგმა. გუშინ ძალიან ბევრ ადამიანს ვესაუბრე მათ შორის არჩევნებზეც და არ აპირებენ საერთოდ წასვლას 2 ტურზე. რაც იმენა კატასტროფააა
2)თაკო ჩარკვიანი და რიგი პარტიები ისეთ სისულელეებს აკეთებენ რომ უფრო იმასხარავებენ თავს და კიდევ უფრო ამძაფრებენ ნიჰილიზმს.
3)მიშას ფაქტორი - აქ 2 ცუდი რამ ხდება:
1) მიშა გარეთ-მიშა გარეთ ძახილით ვერ მოიგებენ 2 ტურს, რეალური გეგმააა საჭირო და მოსახლეობის დამუხტვა, რაც ასეთი სლოგანით არ გამოვა
2) 29-ში შეიწყალებს სალომე, გაუშვებენ უკრაინაში და ოცნება კიდევ 4 წელი იქნება მშვიდად და წყნარად.
4) გახარია ვითომ არავისტის როლს რომ თამაშობს, რეალურად ოცნების თამაში გამოსდის. მონეტას 2 მხარე აქვს მესამე არ გამოდის
პ.ს
მიშა გარეთ კი არ უნდა იძახოთ მტავარ სლოგანად, საქართველოს 3 პრეზიდენტი არ შეიძლება ამ სასამართლოს პირობებში და არჩევნების წინ იჯდეს ციხეში იდიოტური ბრალდებით. ეს არის ინსტიტუციის განულება და მხოლოდ რუსებს უხარიათ. გადართეთ რუსულ არხებზე, სუფრები გაშალეს რამის სტუდიებში.
მიშა უნდა გასამართლდეს სადმე უფრო სანდრო სასამართლოს პირობებში და სხვა ბრალდებებით. თუ ეკუთვნის ჩაჯდება და თუ არ ეკუთვნის სამუდამოდ ჩაეხსნება "ბუას" იმიჯი.
მოკლედ, ეხლა პატივცემული მიხეილი უნდა დაარწმუნოს ვინმემ რომ, ცოტა ხანი მორჩეს შიმშილობას, მტავარი აქცენტები გაკეთდეს არჩევნებზე რომ შანსი ქონდეს ოპოს მოგების და მერე თუ მოიგო ოპოზიციამ, მიშას გამოსვლა დროის საკითხი იქნება.
სხვანაირად მარტო ოპოიცია არ აგებს, მთლიანად საქართველო წააგებს ამ არჩევნებს.
ყველას ნუ ამოიყვან ტალახიდან, ზოგი მისი ბინადარია.