გამარჯობა,
ახლა ვნახე ეს თემა და მინდა მცირე ინფორმაცია მოგაწოდოთ ჩვენს შესახებ.
კომპანია ამ სახელით სულ 3 თვეა არსებობს. მაგრამ ჩვენ (ხალხი რომელმაც კომპანია დავაარსეთ) უკვე 5 წელიწადზე მეტია ჰოსტინგის მომსახურებას უწევთ საკმაოდ დიდი რაოდენობის ორგანიზაციებს. (მცირე სია ჩვენი კლიენტების ქვემოთ)
ბოლო 3 თვის განმავლობაში კი ჩვენ საქმიანობას უკვე ასეთი სახე მივეცით და რამდენიმე ახალი სერვისიც დავამატეთ.
Linux Shared Hosting - სტანდარტული ჰოსტიგი. რამდენიმე კარგი დამატებითი ფუნქციით (მათ შესახებაც ქვემოთ)
Windows Share Hosting - მათთვის ვისაც IIS/.NET/MSSQL პლატფორმა ჭირდება (ლიცენზირებული გარემო)
სულ რამდნიმე თვის წინ გავხდით Microsoft-ის პარტნიორი ორგანიზაცია და სულ მალე შესაძლებლობა გექნებათ Windows გარემოში ფიზიკური და ვირტუალური სერვერების აღება ლიცენზირებული პროგრამული აღჭურვილობით.
Shared სერვისების ანალოგირი სერვისები ვირტუალურ სერვერებზე ან ფიზიკურ გამოყოფილ სერვერებზე.
დამატებით გთავაზობთ SSL სერთიფიკატებს, დომენებს (.GE-ს გარდა), VPN მიერთებებს პროვაიდერებთან (Geocell, Magti ....) თუ თქვენი საიტიდან გჭირდებათ გაგზავნა sms-ების, ან VPN-ს თქვენს ოფისთან რაიმე ინფორმაციის მისაღებად/საიტზე გამოსატანად.
რამდენიმე უნიკალური ფუქნციონალი რაც სხვა ჰოსტინგებზე არ მინახავს ქართულზე:
1. რამდენიმე ვერსიის php ერთდროულად, სერვერზე აყენია ყველა აქტუალური php-ის ვერსია და შენთვითონ ირჩევ სასურველ ვერსიას (4.4-დან, 5.5 ჩათვლით)
2. ჩვენთან ხდება მომხმარებლების იზოლირება shared ჰოსტინგის გარემოშიც და ყოველ მომხმარებელს აქვს თავისი პაკეტით განსაზღვრული რესურსები (პროცესორი, ოპერატიული, დისკი) და შესაბამისად 1 საიტის გამო პრობლემები სხვას არ ექმნება.
3. backup-ი დაშორებულ დატეცენტრში - ანუ ჩვენი სერვისების სარეზევო კოპირება ხდება არა იგივე სასერვეროში რომელშიც თვითონ სერვერია განთავსებული.
4. თუ facebook-ის აპლიკაციას აკეთებთ არ გჭირდებათ დამატებით არც ip მიამართი და არც SSL სერთიფიკატი, შეგიძლიათ ჩვენი shared სერთიფიკატით სარგებლობა (ანუ ქვედომენს მოგცემთ ჩვენ ერთერთ დომენზე რომელზეც SSL სერთიფიკატი უკვე არის)
რაც შეეხება კლიენტებს (ამ ორგანიზაციაბის დიდი ნაწილი 3 წელიწადზე მეტია ჩვენი სერვისებით სარგებლობს)
რამდენიმე ჩვენი მომხმარებელი კერძო სექტორიდან:
1. Socar Georgia (socar.ge, sgs.ge, sgp.ge...)
2. Gulf Georgia (gulf.ge)
3. Iberia Business Group (mitsubishi.ge, peugeot.ge, volkswagen.ge)
4. Bank Constanta (bankconstanta.ge)
5. Hyundai (hyundai.ge)
სახელმწიფო:
1. აფხაზეთის მთავრობა (abkhazia.gov.ge)
2. დაცული ტერიტორიების სააგენტო (apa.gov.ge)
3. იუსტიციის სასწავლო ცენტრი (tcj.gov.ge)
გასართობი პროექტები:
კინო რუსთაველი/ამირანი - kinoafisha.ge
ამ ყველაფერს დაუმატეთ: 3 წერტილი სადაც სერვერები გვაქვს განლაგებული (2 საქართველოში + 1 ჰოლანდიაში), საკუთარი ქსელური და სასერვერო ინფრასტრუქტურა 3 წერტილში (არანაირი hetzner-იდან ნაქირავები სერვერები და ასე შემდეგ).
გადახდა ნამდვილად მხოლოდ საბანკო გადარიცხვით არის (ცოტა ხანში ბარათიც დაემატება მაგრამ ჩემი კლიენტების უმრავლესობას ურჩევნია საბანკო გადარიცხვა)
თუ რაიმე დამატებითი გაინტერესებთ მომწერეთ pm-ში, საიტზე ან support@cloud9.ge.
საიტი ნამდვილად themeforest-ის ტემპლეიტია
სერვისების მართვის პანელი WHMCS-ი, Linux-ის ჰოსტინგებზე cPanel-ი და DirectAdmin-ი (რომელსაც აირჩევ), Windows-ის shared hosting-ზე Enkompass-ი (cPanel-ის პროდუქტია windows_ის ჰოსტიგის სამართავად, ზუსტად cPanel-ის ინტერფეისით)