როგორ ავიცილოთ ომი თავიდან? როგორ გადავრჩეთ მეოთხე თაობის ომში?
როგორ შევამციროთ დანაკარგები? თავდაცვის რომელ სტრატეგიებს მივმართოთ?
მე ვფიქრობ, რომ უნდა გაგვაჩნდეს სამოქალაქო განათლების მიღების შესაძლებლობა, უნდა ვფლობდეთ მაქსიმალურად მეტ ცოდნას.
ჰიბრიდული ომი რუსულ სამხედრო თეორიაშიhttp://eugeorgia.info/ka/article/637/hibri...edro-teoriashi/10 ივლისი 2017
რუსეთის სამხედრო თეორეტიკოსების მიერ შექმნილ “მომავლის ომის” მოდელს განსაკუთრებული აქტუალობა შესძინა უკრაინის კრიზისმა, რადგან კრემლმა სწორედ აღნიშნული მოდელის გამოყენებით მოახდინა უკრაინის ტერიტორიის ნაწილის ანექსია და შექმნა დესტაბილიზაციის კერები.ჰიბრიდულ ომს უწოდებენ სამხედრო თუ პოლიტიკური მიზნების მისაღწევად დიპლომატიური, სამხედრო, ეკონომიკური, საინფორმაციო საშუალებებისა და კონვენციური, არარეგულარული (პარტიზანული და ასიმეტრიული), ტერორიზმის, კრიმინალური და კიბერ ბრძოლის მეთოდების ერთობლივ, კოორდინირებულ, ღია და ფარულ გამოყენებას.
სტრატეგიული კვლევითი ცენტრის, RAND Corporation-ის პუბლიკაციაში “Understanding Russian Hybrid Warfare” აღნიშნულია, რომ რუსეთის ხელისუფლება ჰიბრიდულ ომს რიგი პოლიტიკური ინტერესების მისაღწევად იყენებს: შეიტანოს განხეთქილება და დაასუსტოს ნატო, ძირი გამოუთხაროს პროდასავლურ მთავრობებს, შექმნას ომის წინაპირობა, მოახდინოს ტერიტორიების ანექსია მისთვის დიდწილად დაკეტილ ევროპის ბაზრებზე.
ამგვარად, ჰიბრიდული ომის რუსული თეორიის გაგება მნიშვნელოვანია შემდგომი საფრთხეების ასაცილებლად არამხოლოდ დასავლური ქვეყნებისთვის, არამედ საქართველოსთვისაც.
ჰიბრიდული ომის თეორიულ განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს რუსმა სამხედრო თეორიტიკოსებმა, მათ შორის, აღსანიშნავია რუსეთის გენშტაბის უფროსის, ვალერი გერასიმოვის 2013 წელს გამოქვეყნებული ნაშრომი «ახალი თაობის ომის წარმოების მეთოდები» (თავად გერასიმოვი ტერმინს «ჰიბრიდული ომი» არ იყენებს), რომელშიც განხილულია „არაბული გაზაფხულის“ მოვლენები და აღნიშნულზე დაყრდნობით გაკეთებულია დასკვნა, რომ „ახალი თაობის ომში“ სამხედრო ძალა გამოყენებული იქნება ფარულად, ოფიციალური დეკლარირების გარეშე.
ბრძოლა საინფორმაციო ველზეე.წ. «გერასიმოვის დოქტრინაში» აღწერილია «ახალი თაობის ომის» ისეთი მახასიათებლები, რომელიც შემდგომში, რუსეთმა გამოიყენა უკრაინაში (ყირიმის ანექსიის და დონბასში დესტაბილიზაციის კერების შექმნის დროს).
დოქტრინის თანახმად, «ახალი თაობის ომი» გამოირჩევა შემდეგი მახასიათებლებით:
ა) სამხედრო მოქმედებები იწყება მშვიდობიან პერიოდში, ანუ ოფიციალურად ომი გამოცხადებული არ არის; ფართომასშტაბიანი სამხედრო მოქმედებების ნაცვლად, კონფლიქტი ხასიათდება მცირე მასშტაბის, ლოკალური შეტაკებებით;
ბ) ადგილი აქვს საბრძოლო მოქმედებებში სპეცდანიშნულების ქვედანაყოფების და შეიარაღებული სამოქალაქოების გამოყენებას;
გ) ბრძოლა მიმდინარეობს არა 3, არამედ 4 სივრცეში: ხმელეთზე, ჰაერში, ზღვაში და
საინფორმაციო ველზე;
ამგვარად, «ჰიბრიდული ომის» რუსულ თეორიაში მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა აქტივობას საინფორმაციო სივრცეში, რომელიც «ახალი თაობის ომის» ერთ-ერთი უმთავრესი ინსტრუმენტია.
დასავლეთის ქვეყნებში პოლიტიკური ნარატივის შესაქმნელად, რუსეთი წარმატებით იყენებს სტრატეგიულ კომუნიკაციებს. ტელეკომპანია RT (Russia Today) და სააგენტო Sputnik News-ი წარმოადგენს ამ სტრატეგიის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითს. რუსეთი ასევე, აქტიურად იყენებს სატელევიზიო გადაცემებს, ევროპულ think tank-ებს, ინტერნეტ-ტროლებს, ბოტებსა და ე.წ. fake news-ებს. ზედმეტია იმის თქმა, რომ ეს მედიასაშუალებები დასავლურ ჟურნალისტურ სტანდარტებს არ იცავენ და მათი მთავარი ამოცანა პოლიტიკური დისკუსიის კრემლის ინტერესების სასარგებლოდ წარმართვაა.
რუსული პროპაგანდა საინფორმაციო-ფსიქოლოგიურ ოპერაციებს ახორციელებს მრავალი მეთოდის გამოყენებით, მათ შორის, დადასტურებული ფაქტების ეჭვქვეშ დაყენება/უარყოფით და კონკრეტული მოვლენების ალტერნატიული ვერსიების გავრცელებით, აუდიტორიის დასაბნევად. რუსული პროპაგანდის გზავნილი არის მარტივი და ადვილად აღსაქმელი, ხოლო ფაქტების სახით არის წარმოდგენილი მოსაზრებები და ვარაუდები. პარალელურად, ბოლო წლების განმავლობაში, საგრძნობლად გაიზარდა რუსეთის აქტივობა კიბერ სივრცეში, რაც საშუალებას აძლევს რუსულ სპეცსამსახურებს, მოიპოვონ წვდომა მნიშვნელოვან ინფორმაციასთან და მოახდინონ გავლენა პოლიტიკურ პროცესებზე. დასავლეთში არაერთი პუბლიკაცია თუ ნაშრომი მიეძღვნა კრემლის სავარაუდო ჩარევას ევროპის ქვეყნების საარჩევნო პროცესებში.
განსაკუთრებულ ყურადღებას ჰიბრიდული ომის რუსულ თეორიაში იმსახურებს მოსამზადებელი ფაზა, რომელიც ითვალისწინებს შემდეგ აქტივობებს: სამიზნე ქვეყნის მოწყვლადი ადგილების გამოვლენა, ე.წ. „მეხუთე კოლონის“, ანუ თავდამსხმელი ქვეყნისადმი ლოიალურად განწყობილი პირების და ორგანიზაციების ქსელის ფორმირება და სამიზნე ქვეყნის მოსახლეობის აქტიური საინფორმაციო დამუშავება, რათა მას გაუღვივდეს უკმაყოფილება საკუთარი ხელისუფლების მიმართ და გახდეს თავდამსხმელი ქვეყნის მხარდამჭერი ან/და არ შეეწინააღმდეგოს მის მოქმედებებს.
„ჰიბრიდული ომის“ წარმოებისას სამიზნე ქვეყნის გრავიტაციის ცენტრს ქმნის ადგილობრივი მოსახლეობის პოზიცია. შესაბამისად, თავდამსხმელმა ქვეყანამ აუცილებლად უნდა მოიპოვოს ადგილობრივი მოსახლეობის მხარდაჭერა. სხვა შემთხვევაში, „ჰიბრიდული ომის“ წარმოება ფაქტობრივად შეუძლებელია. პროპაგანდისა და საინფორმაციო-ფსიქოლოგიური ოპერაციების გამოყენებით, ხდება სამიზნე ქვეყნის ეთნიკურ ჯგუფებში, პოლიტიკურ ელიტასა და სამოქალაქო საზოგადოებაში დაპირისპირების გაღვივება.
პარალელურად, ხორციელდება საინფორმაციო სივრცის მომზადება შიდა და საერთაშორისო აუდიტორიისთვის: მაგალითად, 2013 წლის ბოლოს, კიევში დაწყებული საპროტესტო აქციების პარალელურად, რუსულმა მედიასაშუალებებმა გაააქტიურეს კამპანია უკრაინის ოპოზიციური ძალების წინააღმდეგ. რუსული პროპაგანდა მათ წარმოაჩენდა ულტრა-რადიკალებად/ფაშისტებად/რუსოფობებად, რომელთა ხელისუფლებაში მოსვლით საფრთხე იქნებოდა უკრაინაში მცხოვრები რუსებისთვის. ამით რუსულმა პროპაგანდამ ანტი-უკრაინულად განაწყო საკუთარი მოსახლეობა და, რაც მთავარია, გააღვივა ახალი ხელისუფლების მიმართ წინააღმდეგობა უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონების მოსახლეობაში.
რუსული ჰიბრიდული ოპერაციების განხორციელების მეთოდები:რუსეთის არმიის გადაიარაღებისა და სამხედრო პოტენციალის გაზრდის პარალელურად, აქტიურად მიმდინარეობს ახალი თაობის ომის წარმოების მეთოდების ათვისება, რისი გამოცდისა და სრულყოფის ოპტიმალურ სივრცედაც იქცა უკრაინა. ამგვარად, შესაძლებელია რუსეთის “ჰიბრიდული ომის” წარმოების შემდეეგი მეთოდების გამოკვეთა:
კონფლიქტში ჩართულობის ე.წ. დამაჯერებელი უარყოფის სტრატეგია (#Ихтамнет), სამხედრო მოსამსახურეების სამოქალაქოების საფარით გამოყენება;
არასამხედრო ასიმეტრიული მეთოდების გამოყენება (საინფორმაციო, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური და იდეოლოგიური საშუალებების გამოყენება სასურველი პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო გარემოს შესაქმნელად);
მოწინააღმდეგის სამხედრო და პოლიტიკური ხელმძღვანელობის შეცდომაში შეყვანა სპეციალური ოპერაციების გამოყენებით (დიპლომატიური არხებით, მედია საშუალებებით, პოლიტიკური და სამხედრო უწყებების სპეციალურად შედგენილი მონაცემების, ბრძანებების, მითითებებისა და ინსტრუქციების გამიზნული გაჟონვით);
მოწინააღმდეგის სამხედრო და პოლიტიკური ხელმძღვანელობის შანტაჟი, მოტყუება და მოსყიდვა, რათა იძულებულები გახდნენ, უარი თქვან სამსახურეობრივი ვალდებულებების შესრულებაზე;
აქტიური პროპაგანდა მოსახლეობის დემორალიზების მიზნით, რომლის პარალელურადაც იწყება მცირე დივერსიული ჯგუფების შეღწევა;
არასაფრენი ზონის შემოღება სამიზნე ქვეყნის საჰაერო სივრცეში, მისი ტერიტორიული ბლოკადა და კერძო სამხედრო კომპანიების აქტიური გამოყენება, ადგილობრივი ოპოზიციასა და სეპარატისტულ, უკანონო შეიარაღებულ ფორმირებებთან ერთად;
აქტიური/მასშტაბური სადაზვერვო-დივერსიული აქტივობები და სამხედრო მოქმედებების დაწყება - ყველა ფორმის, მეთოდისა და ძალის გამოყენებით;
საინფორმაციო ოპერაციების, რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებების, ზეზუსტი შეიარაღებისა და სხვა თანამედროვე საშუალებების გამოყენება;
სამიზნე ქვეყნის შეიარაღებული ძალების დარჩენილი წინააღმდეგობის კერების/შენაერთების განადგურება სპეცდანიშნულების ძალების გამოყენებით.
ომის წინაპირობის შექმნაწინაპირობების შექმნა კონვენციური სამხედრო მოქმედებებისთვის – რუსეთის “ჰიბრიდული ომის” კიდევ ერთი ელემენტია. ყირიმის ანექსიამ გამოიწვია საფრთხე, რომ რუსეთმა, შესაძლოა, შექმნას სამხედრო მოქმედებების წინაპირობა ნებისმიერ ქვეყანაში, მაგალითად, ბალტიისპირეთში, ან გააღვივოს კონფრონტაცია რუსულენოვან ეთნიკურ უმცირესობებსა და საზოგადოებას შორის ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა, მაგალითად, ესტონეთი.
ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, რუსეთის ერთ-ერთი სამიზნეა ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკები, სადაც მოსკოვი აქტიურად ცდილობს ამ ქვეყნების ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესისთვის ხელის შეშლას და ბალკანეთის ნახევარკუნძულზე საკუთარი პოზიციების შენარჩუნება/გაძლიერებას. თუმცა უკანასკნელი წლების განმავლობაში, რეგიონში მიზანმიმართულად იზრდება დასავლეთის გავლენა და კრემლი ვერ ახერხებს ინიცირებული პროცესის შეჩერებას.
სწორედ ამიტომ, მოსკოვი ცდილობს რეგიონში დაძაბულობის ესკალაციას, რითაც ერთის მხრივ, მიზნად ისახავს დასავლეთის ყურადღების გადატანას პოსტსაბჭოთა სივრციდან, ხოლო მეორეს მხრივ, კრემლის ხედვით, ბალკანეთის ნახევარკუნძულზე მორიგი კონფლიქტი იძლევა მისთვის არასასურველი სტატუს-კვოს შეცვლის შესაძლებლობას.
რეგიონში რუსეთის როლი მკაფიოდ გამოიკვეთა მონტენეგროში განვითარებულ მოვლენებში. ოფიციალური პოდგორიცას მტკიცებით, რუსეთის სპეცსამსახურები 2016 წლის 16 ოქტომბერს, მონტენეგროში გამართული საპარლამენტო არჩევნების პარალელურად, გეგმავდნენ სახელმწიფო გადატრიალებას, რომლის შედეგადაც ხელისუფლებაში უნდა მოსულიყვნენ ანტი-დასავლური/პრორუსული პოლიტიკური ძალები და ჩაშლილიყო ქვეყნის ნატო-ში ინტეგრაციის პროცესი.
მონტენეგროს სამართალდამცავი ორგანოების ცნობით, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში ჩართული ჯგუფის რამდენიმე ათეული წევრი უნდა შერეოდა პარლამენტის შენობის გარეთ ოპოზიციის მიერ დაგეგმილ საპროტესტო აქციას მონტენეგროს საპარლამენტო არჩევნების დასრულებისთანავე. მათ უნდა გამოეწვიათ არეულობა, რის შემდეგაც ბრბო შეიჭრებოდა პარლამენტის შენობაში. გადატრიალებაში ჩართულ ადამიანთა ნაწილი დაბლოკავდა პოლიციას, ხოლო დაძაბულობის კიდევ უფრო ესკალაციისთვის, პოლიციის ფორმაში გადაცმულ რამდენიმე პირს მშვიდობიანი მოქალაქეების მიმართულებით უნდა გაეხსნა ცეცხლი. პარალელურად, შეთქმულებაში ჩართული პირების ნაწილი გეგმავდა მაშინდელი პრემიერ-მინისტრ მ.ჯუკანოვიჩის ლიკვიდაციას.
This post has been edited by Катеньки on 25 Sep 2021, 18:02
უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი შენი მხევალი ეკატერინე.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
წმიდა ხარ, წმიდა ხარ, წმიდა ხარ შენ, ღმერთო, ღვთისმშობელისა მიერ შეგვიწყალენ ჩვენ.