მეგობრებო, ერთ უცნაურ შემთხვევას შევესწარი ამ რამდენიმე დღის წინ და მინდა გაგიზიაროთ..
შაბათ-კვირაა ვზივარ ჩემთვის სახლში წყნარად, ფილმს ვუყურებ და კარებზე ზარია.. გავიხედე ე.წ გლაზოკში და რას ვხედავ - ორი, შუახნის ქალბატონი დგას და მთელი
ძალით აზარუნებს.. მეთქი უეჭველი ქოც ციცო დეიდები არიან და დაიწყებენ ახლა ღრიტინს კალაძე შემოხაზე, ბატონი ბიძინა ისა ესა როგორც იციან რა.., ეი დიდის შეწუხებული
სახით და ზიზღით გავაღე კარი, ერთი სული მქონდა როდის მოვიშორებდი.. მოკლედ მართალი აღმოჩნდა ჩემი წინათგრძნობა და ეგრევე მომახალეს - ჩვენო პოლიტიკურ ამბავზე ვართ
და გვაინტერესებს მოსახლეობის პოზიციაო, ჩვეულებრივი ბლა-ბლა-ბლა შეუშვეს ბევრი რომ არ გავაგრძელო და უცებ რას ვხედავ - ერთ-ერთ ქალბატონს ხელში არც მეტი და არც ნაკლები -
ნიკანორ მელიას ფლაერები უჭირავს ბღუჯად და რაღაცეებს იწერს...
ცხადია განწყობა რადიკალურად შემეცვალა და ეგრევე მივახალე - ოპოზიციას ვაძლევ მეთქი ხმას და მოკლედ თქვენიანი ვარ დეიდებოთქო..
ეს რომ გაიგონეს კი გაუხარდათ, მაგრამ მოგეხსენებათ ოპოზიცია როგორი ეკლექტურია და ამ შუა გახარებისას მაინც ჩამეკითხნენ -> გირჩს ხომ არ აძლევ ხმას და ხომ არ გვღუპავო...

მეთქი რაც მთავარია ოპოზიციას ვხაზავ და ბოლო-ბოლო მეორე ტურიც იქნებათქო და ა.შ
მოკლედ ასე დავცილდით ერთმანეთს და ბოლოს მაინც მომაძახეს - არ გინდა ეგ მეორე ტური, პირველივეში ნიკა შემოხაზე - კაი კაცია, ქვეყნის კაცია, დიდი კაციაო..
ეი რა ხდება, 2012-დან დღემდე თუ ციცო დეიდები ქოცების ფლაიერებით დარბოდნენ - ახლა კვლავ ნაცების ფლაიერებით დარბიან და იყნოსეს საით უბერავს ქარი ? მე მგონი რაღაც ხდება და ვერ ვხვდებით, თუმცა
ვინც წინდაწინ გრძნობს ის უკვე იწყებს გადაბარგებას და 41-იანი მაისურების ქვემოთ 5-იანების ჩაცმას..
თან დღე-დღეზე მიჰაც ჰამოდის..
ა, ეგია სიმონ, მეტი კი არაფერი.. (C) ფრანც კაფკა
Cette entreprise est remplie à ras bord avec des enculés irréalistes (C) შარლ მორის ტალეირანი
სამაიმუნოდ გვაქვს საქმე ?! (C) ჰერბერტ სპენსერი
ნწ ნწ, რა თაობა მოდის ?! W.B. იეიტსი
დააკელი აგური - არ მოგხვდება ამხან'აგური (C) ვალტერ გროპიუსი