ანუ, რა მოხდა, როგორ უბრუნდება/დაუბრუნდა?
- „ნაციონალებისა“ და ოპოზიციის უმეტესობის მტკიცებით „ქართული ოცნება“ საქართველოში კრემლის საქმეს აკეთებს.
ამის დასტურად მთავრობის მიერ ევროკავშირის შეღავათიან სესხზე უარის თქმა, ბრიუსელთან და ვაშინგტონთან ურთიერობების გაციება, ანაკლიის პორტის აშენების ჩაშლა და კრემლის რბილი ძალის მიმართ ლოიალური დამოკიდებულება სახელდება. და ეს იმის ფონზე, როცა აზიის ბანკიდან ავიღეთ უშეღავათო 100 მილიონიანი დოლარის ვალი.
რამდენად საფუძვლიანად გამოიყურება ოპოზიციის ბრალდებები რომ „ქართული ოცნება“ მიზანმიმართულად შორდება ბრიუსელსა და ვაშინგტონს და ნიადაგს ამზადებს კრემლთან ურთიერთობების დასალაგებლად?- აზიის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკს კრემლი ვერ აკონტროლებს. აქ წამყვანი არაოფიციალური აქტიორები იაპონია, სამხრეთ კორეა და, ნაწილობრივ, მალაიზიაა.
ეხლა უშუალოდ თქვენ კითხვას დავუბრუნდეთ.
ოპონენტების თქმით, აგერ უკვე ცხრა წელია კრემლისკენ მივექანებით და სინამდვილეში ადგილიდან არ დავძრულვართ. პირიქით, წინა ხელისუფლების დროს რუსულ და რუსეთის მიერ კონტროლირებად კომპანიებზე გასხვისებული სტრატეგიული ბიზნესები საქართველოს უბრუნდება. გავიხსენოთ „ჯორჯიან უოტერ ენდ პაუერ“-ი, „ყაზტრანსგაზი-თბილისი“ და მრავალი სხვა. „თელასი“ კი ვერ დავიბრუნეთ... ასე, რომ ეს ბეც ამომრჩეველზე გათვლილი სვლებია.
მე თანმიმდევრულად ვაანალიზებ საქართველოს საგარეო ვაჭრობის ტენდენციებს და მერწმუნეთ, რუსეთზე დამოკიდებულება თანდათან, მაგრამ შეუქცევადად მცირდება. ეს ძალიან კარგია
მაგრამ ქათველი კაცი, საერთოდ, საქართველოს მოქალაქე ბრძენია და თავის შეცდომებს აღარ უბრუნდება. ახალი რამ მოიგონეთ, ბატონებო.
კიდევ ერთი. ტელევიზორის ეკრანიდან რუსეთის პრეზიდენტის დედის გინება კარგის მომტანი არ არის. ეს არ არის ქართული სულისკვეთების გამოხატვა და არც დიდხანს ნააზრევი და კარგად გათვლილი პოლიტიკური სვლა. ეს პროვოკაციაა, რომელსაც, თუ გაიხსენებთ, ძალიან ვიწრო, წუთიერი კორპორატიული მიზანი ჰქონდა.
პოლიტიკური შედეგები კი სავალალო გამოდგა.
სახელმწიფოთაშორისო ურთიერთობებში არსებობს დიპლომატიური კოდი, რომლის დარღვევას სრული კაპიტულაციის გამოცხადების დროსაც არ კადრულობენ. ეს ჩამოყალიბებული, შემდგარი, ღირსების მქონე სახელმწიფოსთვის ელემენტარული ანბანია. აგრესიული ტონი და შეშინებული დამარცხებულისთვის დამახასიათებელი ქმედება კი აბსოლუტურად უნაყოფოა.
და ბოლო. საქართველოს გააჩნია სტრატეგიული გეოპოლიტიკური და გეოეკონომიკური ადგილმდებარეობა და ურთულესი სამეზობლო. ამ პოლიტიკური კაპიტალის ხორცშესასხმელად აუცილებელია თანმიმდევრული, ჭკვიანული, გააზრებული სტრატეგიული და ტაქტიკური ხედვები და სათანადო ქმედებები. მარტო სლოგანი ფონს ვერ გაგვიყვანს.
საქართველოს პრემიერ მინისტრმა გაეროს ტრიბუნიდან საჯაროდ გააჟღერა ჩვენი ევრო-ატლანტიკური მისწრაფებები, მაგრამ რეალურ პოლიტიკაში გამოდის არსებული გამოწვევებიდან და ზოგჯერ შედეგსაც აღწევს. მაგალითად, აზერბაიჯან-სომხეთის შეთანხმების მედიაციის დროს. პოლიტიკა ხან წარმატებულია ხან კი არა, და არ შეიძლება ნებისმიერი წარუმატებლობის დროს კურსიდან გადახვევაზე გაუაზრებელი ღაღადი.
https://www.interpressnews.ge/ka/article/67...kturas-mivigebtდანარჩენი ლინკზეა
ექსკლუზივი
27.09.2021 / 10:28აა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - არ შემეშინდება გითხრათ, რომ არჩევნების შემდეგ ჩვენ განსხვავებულ პოლიტიკურ სტრუქტურას მივიღებთ[B]