საინტერესო ვიდეო შემხვდა ამ საკითხზე და გადავწყვიტე, რომ ცალკე თემასაც იმსახურებს მიმდინარე ცვლილებები.
ვინც არ იცით ინგლისური, მთავარ საკითხებს შევეხები თემაშიც, ვინც იცით, ბარემ ვიზუალურად აღიქვამთ მდგომარეობას
სანამ განვიხილავდეთ ჩვენს რეგიონალურ გეოპოლიტიკასა და მიმდინარე ცვლილებებს, მანამდე უნდა განვიხილოთ მსოფლიო გეოპოლიტიკა.
ამ საკითხში კი მნიშვნელოვანია ის რამდენიმე ვიწრო ყელი, რომელშიც მიედინება მსოფლიო ვაჭრობის უდიდესი ნაწილი და ის თუ ვინ აკონტროლებს ამ რამდენიმე ვიწრო ყელს.
კონკრეტული ვიწრო ყელის კონტროლი მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ერთის მხრივ შენ გქონდეს შენს ოპონენტებზე ზეწოლის საშუალება, ხოლო მეორეს მხრივ, შენზე ზეწოლის მექანიზმი არ ჰქონდეს მტერს.
სწორედ ამ მდგომარეობაშია გაჩხერილი ჩინეთი, რომელსაც აქვს პრეტენზია, რომ ამერიკის ოპონენტი გახდეს და მსოფლიოში ორპოლუსიანობა დააბრუნოს.
მსოფლიოს ვაჭრობის 25% სწორედ მალაკას სრუტეში გაედინება და ის წარმოადგენს მთავარ ფანჯარას ჩინეთისთვის ევროპასთან ვაჭრობისთვის,
მალაკას სრუტე დამატებით მონიშნულია წითლად:

ამ სრუტის გადაკეტვა კი შეუძლიათ ამერიკელებსაც და ინდოელებსაც.
თვითონ სამხრეთ ჩინეთის ზღვაში სცადეს თავისი გავლენის ზრდა, რის გამოც ჩინეთთან ყველა მეზობელი დაპირისპირებულია. ასე გამოიყურება წამოყენებული მოთხოვნები საზღვაო ტერიტორიებზე:

მეორე გზა, რომელიც ჩინეთმა აირჩია არის ჩვენთვის კარგად ნაცნობი "ახალი აბრეშუმის გზის ინიციატივა" (Belt and Road Initiative), რომელიც გულისხმობს აზიის გავლით ევროპასთან დაკავშირებას:

რუკა:
https://www.merics.org/en/tracker/mapping-b...-where-we-standიყო სამი ძირითადი მიმართულება: ჩრდილოეთი (რუსეთის გავლით), სამხრეთი (ირანის გავლით) და შუა (კავკასიის გავლით).
ძირითად აქცენტი კეთდებოდა პირველ ორზე, რადგან შუა დერეფანი მოიცავს ბევრ არასტაბილურ ქვეყანას და გადააგილების ტიპის ხშირ ცვლილებას (რკინიგზა-გემი-რკინიგზა...).
ამ კონტექსტში, ჩვენ ვიყავით სარეზერვო ვერსია, ან უბრალოდ დივერსიფიკაციის ნაწილი.
ამ კონტექსტში იყო საინტერესო სწორედ ანაკლიის პორტი მშენებლობა, რომელიც შეიძლება არ ყოფილიყო მომგებიანი 5 წლის წინ, მაგრამ უფრო მეტად წარმოადგენდა პოლიტიკურ ფსონს, რომ ირანიც და რუსეთიც აურევდნენ ურთიერთობებს დასავლეთთან.
ირანმა დიდი ხანია აურია, ხოლო რუსეთმა საერთოდ ხარაკირი ჩაიდინა.
შესაბამისად რუკას თუ დააკვირდებით, "ახალი აბრეშუმის გზიდან" ერთადერთი ვარიანტი დარჩა სწორედ შუა დერეფანი.
შუა დერეფნის განვითარება აწყობს ჩინეთსაც, ევროპასაც და ამერიკასაც. ყველა მნიშვნელოვან მსოფლიო გეოპოლიტიკურ მოთამაშეს.
გარდა იმისა, რომ ეს არის ევროპა-ჩინეთის დაკავშირების გზა, ის ასევე წარმაოდგენს შუა აზია-ევროპის ერთადერთ კავშირს. ეს კი გულისხმობს შუა აზიისა და აზერბაიჯანის ნავთობი-გაზის მიწოდებას ევროპაში.
ამ კონტექსტში, ერთადერთი ვისაც საქართველოში არეულობა აწყობს არის რუსეთი.
უნდა იყო სრული დებილი ან აბსოტური ნაძირალა, რომ იმ რუკას დახედო, გაიაზრო მიმდინარე მოვლენები და თქვა, რომ დასავლეთში ვინმეს აწყობს საქართველოს ომში ჩათრევა. დასავლეთი არის პირველ რიგში დაინტერესებული, რომ საქართველოს არაფერი დაემართოს და სწორედ ეს არის დღეს ჩვენი უსაფრთხოების ერთადერთი დასაყრდენი.
აქვე უნდა ვისაუბროთ ჩვენი რეგიონის გეოპოლიტიკაზეც და ჩვენდამი არსებულ გამოწვევებზეც.
სანამ რეგიონში ნარჩუნდება არსებული სატრანსპორტო სტატუს კვო, საქართველოს არაფერი არ ემუქრება თურქეთ-აზერბაიჯანისგან, პირიქით, ისინი არიან ჩვენი მთავარი გეოპოლიტიკური პარტნიორები და შეძლებისდაგვარად დაგვეხმარებიან კიდეც, რადგან ერთის მხრივ აზერბაიჯანისთვის ჩვენ ვართ ფანჯარა მსოფლიოსთან (ჩვენ თუ დაგვიპყრო რუსეთმა, აზერბაიჯანის დღეები დათვლილია), ხოლო თურქეთისთვის ჩვენ ვართ ფანჯარა ცენტრალურ აზიაში, თავისი პანთურქული იდეებისთვის აბსოლუტურად აუცილებელი ნაწილი.
ყველაფერი იცვლება იმ შემთხვევაში, თუ თურქეთ-აზერბაიჯანი მიიღებს ახალ დერეფანს და ამ შემთხვევაში საუბარია სომხეთის ტერიტორიაზე არსებულ ზანგეზურის კორიდორზე:

ამ კორიდორის გახსნის შემთხვევაში, საქართველო ხდება არათუ უმნიშვნელო თურქეთისთვის, არამედ კონკურენტიც.
ვინაიდან და რადგანაც, საქართველო არის პრო-დასავლური ქვეყანა ერთის მხრივ და აქვს ზღვაზე გასასვლელი მეორეს მხრივ.
ჩვენ გვაქვს რესურსი რომ საკუთარი პორტებითაც ვუზრუნველყოთ ევროპის კავშირი ამ რეგიონებთან.
რამდენიმე თვის წინ სწორედ ზანგეზურის კორიდორის გასაჭრელად განაახლა აზერბაიჯანმა სამხედრო მოქმედებები სომხეთის წინააღმდეგ.
მათ შესაჩერებლად კი გააქტიურდა ერთის მხრივ დასავლეთი (ევროპა და ამერიკა) და მეორეს მხრივ ირანი.
ევროპას და ამერიკას არ აწყობთ ამ კორიდორის მთლიანად თურქეთის გავლენის ქვეშ მოქცევა, რადგან ედროღანი (თავის თურქეთიანა) ისეთივე არასანდო პარტნიორია, როგორც პუტინი (თავის რუსეთიანა), ხოლო ირანს არ სურს აზერებისა და თურქების გავლენის გაძლიერება მათ აზერბაიჯანულ რეგიონებთან ახლოს.
ამიტომ:
1) ამ ეტაპზე ზანგეზურის კორიდორის გაჭრას ეწინააღმდეგება ყველა დარჩენილი მოთამაშე.
2) ამ კორიდორის გაჭრის გარეშე საქართველოში მშვიდობა აწყობს ყველას გარდა რუსეთისა.
3) დასავლეთი არ დაიკიდებს არც საქართველოს და არც ამ რეგიონს.
4) სომხეთის მომავალი არის ჩვენს შემდეგ დასავლეთთან ინტეგრაცია. საქართველო არის დასავლეთის პლაცდარმი რეგიონში.
5) ქოცები ბოროტად იყენებენ საქართველოს გეოპოლიტიკურ ბერკეტებს და ცდილობენ დასავლეთიდან წამოსული დემოკრატიზაციის მოთხოვნების შესუსტებას (უბრალოდ მოღალატე მთავრობაა, რომელსაც მძევლებად ვყავართ აყვანილი).
6) ქოცებმა ქვეყანას მაგრად გაუჩალიჩეს ანაკლიის პორტის პროექტის ჩაგდებით და მაგის გამო დასაჭერი იქნება არაერთი ქოცი, როცა დრო მოვა.
აბა რას ფიქრობთ?
This post has been edited by Nickboy on 18 Jan 2023, 19:15