გამარჯობა!
იმედია ყველანი ჯანმრთელად და კარგად ხართ <3 !
მოკლედ, ასეთი ამბავია - რა ხდება ჩემ თავს არ ვიცი, ახლა, ამ პოსტსაც რო ვწერ ვერც ახლა ვხვდები ამას რატომ ვაკეთებ, მაგრამ გული მეუბნება რომ სწორს ვშვ/რ/ები

)
უნივერსიტეტი დავამთავრე, სტაჟირებები-შმაჟირებები გავიარე, ქვეყანასაც ვემსახურე (ჯარში) ენებიც კარგად ვისწავლე (ინგლისური/რუსული) და ბოლობოლო სამსახური ვერ ვიშოვე ნორმალური
უკვე ისეთ რაღაცებზე ვფიქრობ რომ თვითშეფასება ხო მიწასთან გამისწორდა ამდენი იმედგაცრუებით და უიღბლობით, მაგრამ ადრე ნამეტანი თვითდაჯერებული ვიყავი რო მეთქი მაგარი ვარ და მივაღწეეევ ამბებს და ჰაიჰუი და ამ დროს..)
ხოდა, მაინტერესებს ვინმე ხომ არ ხართ აქ, ვინც ერკვევა ასტროლოგიაში კარგად და ჩემი რუკა რომ
განახოთ, სადღაც წავიკითხე რომ არსებობს რუკა და ამის მიხედვით მცოდნე ადამიანს შეუძლია მოგცეს რჩევა სად გამოდგები-სად არა, რა სფეროში მიაღწევ წარმატებას, რა როგორ ჯობს შენთვის და ა.შ. ნამეტანი ზედაპირულად ვხსნი, მაგრამ მიხვდებით ალბათ რასაც ვგულისხმობ (დილეტანტი ვარ ამ ამბავში) . გამახარებთ ძალიან თუ გამომეხმაურებით ვინმე, იქნებ რამე მეშველოს თორე უკვე სრული ქაოსია ჩემს გონებაში. მარტო ისეთი ვაკანსიებიდან მირეკავენ, სადაც შენი უცხო ენის ცოდნით ვიღაცას რაღაც უნდა მოატყუო...)
არადა სულ სხვა მიმართულებით მინდა მუშაობის დაწყება და ვერა და ვერ მეღირსა, გამოჩდნით რა ვინმე <3
ააბა დროებით
ყველანი სიცოცხლეს ებღაუჭებიან და ეშინიათ, აღიარონ ყველაზე უარესი, ის, რომ მათი სიკვდილი ახლოვდება და რომ პირში იარაღის ლულით ცხოვრობენ.