ამერიკის კიბოს საზოგადოებას უდევს ამაზე ინფორმაცია, რომ ანძისგან ჯანმრთელობის დაზიანების დადასტურებული შემთხვევა არ არსებობს. კიბოს გამოწვევა შეუძლია მაიონებელ რადიაციას (ულტრაიისფერი, რენტგენი, გამა ანუ ოპტიკურ სპექტრზე უფრო მაღალი სიხშირის), ანძები კი რადიოს დიაპაზონში ასხივებენ (ოპტიკურ სპექტრზე ბევრად დაბალი სიხშირის)
https://www.cancer.org/cancer/cancer-causes...one-towers.htmlოპტიკური სპექტრი - 2-3 ელექტრონვოლტი
ულტრაიისფერი - 1.2 კილოელექტრონვოლტი
რენტგენი - 120 კილოელექტრონვოლტი
გამა - 1.2 გიგაელექტრონვოლტი
რადიო - მაქსიმუმ 120 ნანოელექტრონვოლტი
https://astronomy.swin.edu.au/cosmos/e/elec...gnetic+spectrumანუ რადიოგამოსხივება 100 მილიონჯერ დაბალი ენერგიისა და სიხშირისაა ოპტიკურთან შედარებით და 100 მილიარდჯერ დაბალი - მაიონებელ რადიაციასთან შედარებით. ოპტიკური დიაპაზონის ენერგიას ყოველდღე ვიღებთ მზისგან