#58428644 · 1 Oct 2021, 20:48 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
პოლიტიკა 01.10.2021 / 20:34აა მიხეილ სააკაშვილი - მე ვარ ძალიან მტკიცეთ, მედგრად, ამისთვის ჩამოვედი, რომ დაგეხმაროთ, სხვა გამოსავალი არ გვქონდა - მე არაფრის მეშინია და თქვენც ნუ შეგეშინდებათ
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ქართულ საზოგადოებას მიმართავს.
აუდიომიმართვა თავად სააკაშვილის „ფეისბუქ“ გვერდზე ვრცელდება და ის იქამდეა ჩაწერილი, ვიდრე შინაგან საქმეთა სამინისტრო სააკაშვილს დააკავებდა.
„მე შეიძლება დამაკაონ ახლა თბილისში, მაგრამ იცოდეთ, რომ ბოლომდე ვიბრძვით, ხვალ ვიკრიბებით ყველა. ძალიან ბევრი ხალხი გამოვდივართ ქუჩაში და ვიგებთ ამ არჩევნებს“, - მიმართავს სააკაშვილი მოსახლეობას.
ამასთან, სააკაშვილი აცხადებს, რომ მტკიცედაა და არაფრის ეშინია.
"არაფრის შეგეშინდეთ. ხვალ მიდით არჩევნებზე. მიეცით ხმა და 3-ში ყველა ერთად ვიზეიმებთ გამარჯვებას.
მე ვარ ძალიან მტკიცეთ, მედგრად. ამისთვის ჩამოვედი, რომ დაგეხმაროთ. სხვა გამოსავალი ჩვენ არ გვქონდა. მე არაფრის მეშინია და თქვენც ნუ შეგეშნდებათ", - აღნიშნავს სააკაშვილი.
|