#58441706 · 3 Oct 2021, 22:16 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ბევრი აწონ დაწონვის შემდგომ ერთ რამეში დავრწმუნდი...
ჩვენ ადამიანები ვშრომობთ ვიხდით გადასახადებს და სახელმწიფოს ბიუჯეტი ივსება და შემდგომ ეს თანხები ისევ წესით ჩვენს კეთილდღეობას ქვეყნის კეთილდღეობას ხმარდება...
პუნქტი2: სახელმწიფო იძულებით გვაჭრის 20%ს ისე რომ ამას აწ უკვე დაბადებულ წამოზრდილს არავინ ეკითხება მას სურს ეს თუ არა...
ახლა შევხედოთ ასე ნებისმიერი მშრომელი ადამიანი რომ გააჩერო და ჰკითხო მოსწონს თუ არა რომ სახელმწიფო აჭრის მას ფულს იმაში რომ შემდგომში მან გადაუწყვიტოს თუ როგორ უკეთესი იქნება შემდგომში ამ თანხის განკარგვა, დიდი უმრავლესობა გიპასუხებს რომ ჯობია ამ თანხას თვითონვე განკარგავდეს და თავად გადაწყვეტდა თუ ექნებოდა სურვილი სახელმწიფოსთვის კეთილი ნებით შეეწირა ფული რომ ქვეყანა ერთიანი ძალებით აშენებულიყო. თუმცა აქ შემოდის "პუნქტი2" რომელიც გვამცნობს რომ ჩვენ ამას არავინ აღარ გვეკითხება აწი უკვე...
ახლა შევხედოთ საკითხს შემდეგნაირად...
არსებობენ ადამიანები ვისაც აქვს მიდრეკილება დიდ ფულზე და ძალაუფლებაზე და ასევე საპირისპირო ხალხი...
ჩვენ ბოლო 18 წლის მანძილზე მოვესწარით ორ ფენომენს...
პირველი როდესაც ბიზნესმენს (ანუ "ტიპს" ვისაც უყვარს ფული და ძალაუფლება) როგორ გადაუწყვიტეს (ზემოთ როგორც აღვნიშნე "პუნქტი2" ჩვეულებრივ მოკვდავების მსგავსად რომ არ კითხეს ისე) რომ მას უნდა მოეტანა ფული კერძოდ ამის და ამის გასაკეთებლად.
და
მეორე როდესაც ბიზნესმენი მიუშვეს თავის ნებაზე და მისცეს უფლება თავად გამოეხატა კეთილი ნება და სურვილისამებრ შეეწირა თანხა ქვეყნის განვითარებისთვის...
კარგად რომ დავაკვირდი და აი კაარგად რომ ჩავაანალიზე და შევადარე ერთმანეთს ერთ რამეში დავრწმუნდი.
ხალხს რომელსაც მიდრეკილება აქვს დიდ ფულზე და ძალაუფლებაზე თურმე საჭიროა წკეპლა გადაუჭირო დილასაღამოს, რომ ქვეყანა წინ წავიდეს სწრაფი ნაბიჯებით...
სხვა შემთხვევაში ვივლით ასე და ის კრიზისი რომელსაც ერთი მხარე ხედავს და მეორე ვერა უფრო გაღრმავდება და მივიღებთ ასეთ სურათს...
მაძღარ ადამიანს სხვაც მაძღარი ეგონაო...
პ.ს საჭიროა აღდგეს სამართლიანობის განცდა. რატომ უსმევენ ერთამენთს ხელს და რატომ ცდილობენ გამოიყვანონ სიტუაცია ისე თითქოს ჩვენ არ ვაპირებთ მათსავით მოძალადეები ვიყოთ და მსგავსი კომენტარები. ჩემთვის ერთია ორივე მიშა იქნება და ბიძინა. დააშავა ადამიანმა ან მისმა ქვეშევრდომმა? აგოს პასუხი შესაბამისად თორე ჩნდება უფრო და უფრო განცდა რომ დაუსჯელობა მოდის და ეს იქნება ის რამაც ხალხს ხელში იარაღი ააღებინა...
პ.ს ბეწვის ხიდზე დავდივართ და ვერ ხვდებით პატარა ნაპერწკალი უნდა და 90 თიანები მონაგონი იქნება ვერ დააკავებენ ხალხი გაბოროტებული მოძრაობს...
პ.ს საჭიროა აღდგეს სამართლიანობის განცდა.
პ.ს საჭიროა აღდგეს სამართლიანობის განცდა.
პ.ს საჭიროა აღდგეს სამართლიანობის განცდა.
პ.ს საჭიროა აღდგეს სამართლიანობის განცდა.
პ.ს საჭიროა აღდგეს სამართლიანობის განცდა.
პ.ს საჭიროა აღდგეს სამართლიანობის განცდა.
პ.ს საჭიროა აღდგეს სამართლიანობის განცდა.
პ.ს საჭიროა აღდგეს სამართლიანობის განცდა.
--------------------
uBiCa™
|