#58438863 · 3 Oct 2021, 13:19 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
აღარ წააგებს ოცნება 2030-მდეო. სავარაუდოდ მასეც იქნება. ჭკვიანები აღმოჩნდნენ. გააანალიზეს ქართველი ერის მენტალიტეტი და ეგაა. რამე მეგაყლეობა უნდა ჩაიდინონ. ერს "ჩესტზე" უნდა შეეხონ რომ ქვეყანა აუმხედრდეთ, როგორც 2012-ში მოხდა ნაცების წინააღმდეგ. პირდაპირი გაგებით სულში ჩაფურთხება თუ არ დაუწყეს ხალხს, არაფერიც არ იქნება. გაჭირვებას გადაიტანს ქართველი ხალხი, სულ გაჭირვებაა რაც ვარსებობთ. პოლიტიკოსები რო მილიონებს შოულობენ, მაგასაც შეეგუება ხალხი, სულ ესე იყო რაც თავი გვახსოვს. მთავარია სტაბილურობა და პირდაპირი გაგებით ლუკმა-პური. და აბსტრაქტული ღირსების შეგრძნება, თავისუფალი სუნთქვა. კაი ხანი არაფერი არ ეშველება ამ ქვეყანას, შეეგუეთ და ეცადეთ იცხოვროთ. დაივიწყეთ იდეები. სიტუაციის შეცვლა შეუძლია მხოლოდ მომავალ თაობას, მათ განათლებას. მაგრამ განათლების დონით მსოფლიოში ბოლო ხუთეულში ვართ მგონი. და არც არავინ აკეთებს აქცენტს იმაზე, რომ ეგ უნდა გამოსწორდეს პირველ რიგში. ვინ უნდა შეცვალოს სიტუაცია, არავის აწყობს განათლებული, მოაზროვნე თაობა. ამ ხალხი მართვას კიდე რა უნდა, ზოგს 500-1000 ლარიანი სამსახური მიუგდე, ზოგს უფასო ბენზინი, ზოგს საჭმელი... ოცნებას რა თქმა უნდა არ უნდა განვითარდეს საზოგადოება, ვინღა დაუჭერს მერე მხარს სდაჯარო სამსახურის ხელფასის არდაკარგვის შიში. ნაცებსაც იგივე, მოაზროვნე ადამიანისთვის მიუღებელი იქნება ის რეჟიმი, რითიც ისინი ახდენდნენ ქვეყნის მართვას. რაში აწყობთ ან ერთს ან მეორეს. და ეს ორი ძალა როა რეალურად ქვეყანაში, ამ არჩევნებმაც დაამტკიცა. სხვა პატარა პარტიებიც ავიღოთ - ან ხაზარაძის ლელოს რაში აწყობს მომავალი თაობის განვითარება, ვეღარ ამუშავებენ ხალხს ბანკებში თუ უამრავ ხელში ჩაგდებულ ბიზნესში კაპიკებზე და ვეღარ გამდიდრდებიან და გამდიდრდებიან... მოკლედ, ქვეყანას არაფერი ეშველება.' ვისაც რამის შნო გაქვთ, გამოიყენეთ და მიხედეთ საკუთარ თავებს. ხო, იმ შნოიანების დდშვც, პოლიტიკაში შეძრომით და ქვეყნის ძარცვის ხარჯზე რომ სურთ მომავლის შექმნა... მაგრამ სხვა გზა არც გაქვთ ბევრს და მესმის...
--------------------
Mens sana in corpore sano...
|