მეგობრებო, ამხანაგებო და უბრალოდ ქართველებო,
გუშინდელი დღე ნამდვილად იყო ჩვენთვის მნიშვნელოვანი, მაგრამ დასავლეთისთვის ეს სტრატეგიული მოთმინების რეჟიმში მყოფი უმნიშვნელო ქვეყნის მორიგი უმნიშვნელო თარიღი იყო და მეტი არაფერი. დასავლეთისთვის მისაღებია დღევანდელი მთავრობა და ჰიბრიდული რეჟიმი, რომელიც არ ადგას რუსეთთან ღია კონფრონტაციის გზას და მიჩქმალულია თავისი პრობლემებით. ვაღიაროთ რომ დღევანდელი დასავლური ცივილიზაციის ერთადერთი (გლობალურ დათბობას თუ გამოვტოვებთ

) რეალური გამოწვევა ჩინეთის კომუნისტური რეჟიმია და მასზეა გადატანილია მთელი ყურადღება. მათ სურთ რომ რუსეთი ჩინეთთან გარდაუვალი დაპისპირების გზაზე მოკავშირედ აქციონ. რეალურად დღეს საქართველოს სხვა ფაზაში გადასვლა მხოლოდ უკრაინას აწყობს, რომელიც თავადაც უამრავი პრობლემითაა დახუნძლული. სადღაც 10 წელიწადში შეიძლება ვითარება შეიცვალოს, უნდა დაველოდოთ, სხვა გზაა არაა, არა ვართ ჩვენ ის ერი მარათონი რომ შეუჩერებლად გავირბინოთ და ინფარქტმა არ გვხიოს.
2003 წლის რევოლუცია იყო დაგვიანებული აქტი. დაახლოებით 5 წლით დაგვაგვიანდა: რომ არ დაგვზარებოდა, 98-ში რომ მოგვესროლა შევარდნაძის კორუმპირებული რეჟიმი, როდესაც რუსეთი ყველაზე ღრმა ეკონომიკურ კრიზისში იყო შესული, მოვახერხებდით გაძვრომას.