ახლისგან ვერ გაარჩევთ ისეთ მდგომარეობაშია. ალუმინის და რკინის ელემენტებითაა კორპუსი გაკეთებული. ბიზნეს კლასის მობაილ ვორქსთეიშენია მოკლედ.
აქვს ძლიერი, 4 ბირთვიანი და 8 ნაკადიანი ი7 პროცესორი (2.0GHz, ტურბოთი 2.9GHz-მდე ადის) და არაინტეგრირებული Quadro 1000M (2GB) ვიდეოკარტა. აქვს ოპერატიულის 4 სლოტი (32GB-მდე აქვს მხარდაჭერა) და ვინჩესტერის 2 შიდა + 1 დამატებითი (დისკავოდის ადგილას) სლოტი. აქვს საუკეთესო კლავიატურა და თაჩფადი (სამუშაოდ იდეალურია).
ნოუთბუქს ეცვლება პროცესორიც, ვიდეოკარტაც, ოპერატიულებიც და ვინჩესტერიც, ანუ როგორც დესკტოპზე შეგიძლიათ აფგრეიდი, ეგრე შეგიძლიათ ამაზეც. მაქსიმუმ უყენდება GTX 965M ვიდეოკარტა (ეს ოფიციალურად), არაოფიციალურად GTX 980M-იც შეგიძლიათ დააყენოთ (გაგრილების მოდინგით ოღონდ).
ეკრანი აქვს 15.6 ინჩი, WVA (Wide Viewing Angle) ტექნოლოგიის, FHD რეზოლუცია. ძალიან მაგარი ფერების გადმოცემით (დიზაინერებისთვისაა ეს ნოუთი შექმნილი და შესაბამისად მაღალი ხარისხის ეკრანი აყენია).
იმის გამო რომ ინტეგრირებული ვიდეო ბიოსიდან გათიშული აქვს და შეუძლებელია ჩართვა, ბატარეა დიდხანს ვერ ძლებს. ეიჩპიმ გადაწყვიტა ასე. მუშაობს მხოლოდ დისკრეტულ ვიდეოზე, რომელიც 45 ვატიანია და ბატარეას მალე აჯენს. ბატარეა 100% ჯანზეა, არაა გაცვეთილი.
ოხრად პორტები აქვს + დოქინგ სთეიშენ პორტი და დამატებითი ბატარეის პორტი ქვემოდან.
მოყვება 90 ვატიანი ორიგინალი დამტენი, რომელიც არაა საკმარისი ბოლომდე გასაწურად ნოუთბუქის. ჭირდება 180 ვატიანი დამტენი, რომელიც 25 დოლარადაა იბეიზე. ეს დამტენი ვიდეოკარტას ბოლომდე წურავს, მარა პროცესორზე ყველა ბირთვს ვერ ამუშავებს ტურბოთი (როცა ვიდეოკარტა იტვირთება 100%-ზე მაშინ უჭირს პროცესორის კვება, როცა არ მუშაობს ვიდეოკარტა 100%-ზე, მაშინ ყველა ბირთვი მუშაობს ტურბოზე).
ვყიდი იმიტომ, რომ ეკრანზე აქვს უმნიშვნელო პრობლემა (მოლურჯო ელფერი ჩნდება და ქრება ხანდახან). თამაშებში არ ეტყობა. ეკრანი 100% სუფთაა ლაქებისგან და ნაკაწრებისგან (ახალივითაა ფაქტიურად). გარე მონიტორზე შევამოწმე და იქ არ ემართება ეგრე, ანუ ვიდეოკარტის ბრალი არაა. რჩება ეკრანის კაბელი ან მონიტორი. დიდი ალბათობით არის კაბელის ბრალი (10 დოლარი ღირს იბეიზე ეგ კაბელი). მე მეზარება ამის დაშლა-აწყობა.
ფასი: 700 ლარი
ამ ფასად ესეთ ნოუთს თან ესეთ შენახულს ვერ იყიდით. 2 800 ევრო ღირდა როცა გამოვიდა. პრემიუმ კლასის ნოუთია, უმაღლესი ხარისხის მატერიალებით გაკეთებული.