1.6 ტურბო არ აიღო, ძრავი არის ტექნოლოგიური ბრაკი, რასაც ფორდი მართალია არ აღიარებს (ანტიფრიზი გადააქვს ცილინდრებში), მაგრამ რომ ფუჭდება მთლიანად ცვლის ხოლმე ძრავს თუ გარანტია აქვს, მოკლედ არც კი არემონტებს...
2.0 არა უშავს, ტურბოა... დახტის და დაგონკაობს მაგრად... ეკონომიური იდეაში კი არის, გააჩნია როგორ მიაჭერ, შეიძლება 16 და მეტიც დაგიწვას ქალაქში...
2.5 არაა ტურბო და როგორც ვიცი პრობლემებიც ნაკლები აქვს...
კარობკა (6F35) მაგ მოდელებს ცოტა პრობლემატური აქვს, FORD-და GM-is ერთობლივი შრომის შედეგი... თუ აურია კარგად იყავი, რემონტს ნახმარის ყიდვა ჯობს... თუმცა თუ იმუშავა კი ადის 150K-200K მილამდე, ტურბინაც ეგრე გადის რა...
- შეხედავ კოხტაა, თანამედროვე, გეგონება რავ4-ია, უკნიდან საცოდავი შესახედია - ფოკუს-მოკუსი...
- კარტერის ზაშიტა აქვს ქეჩის - იტირებ...
- დისკების ბოლტები აქვს ქარხნული - მაგაზეც იტირებ...
- აკუმულატორი რომ შეცვალო დვორნიკები და პანელები უნდა დაშალო კაპოტის ქვეშ...
- ძრავში ზეთი გინდა 500კმ გაიარე კინდა 10,000კმ წელიწადში მაინც უნდა შეცვალო, ფორდმა თქვა ძველდება ზეთიო და ტურბო-ფაქიზოაო...
- ზოგადად კომფორტულია, ტევადი, უკან თავისუფლად ზიხარ - დაეტყო თავის დროზე მაზდასთან თანამშრომლობა დიზაინში ფორდ-ს...
- ზადნით ჯობია არ იარო - არაფერი არ ჩანს არც სარკებში და არც უკანა შუშაში ისე აქვს კურტუმო აწეულ-ჩაბნელებული
მოკლედ არაა ცუდი მანქანა ფასიდან და წლოვანებიდან გამომდინარე, მაგიტომაც ბევრი შემოყავთ, მაგრამ ფორდი მაინც ფორდია რა... ჩემი აზრით და გამოცდილებით რა თქმა უნდა

მოკლედ თუ აიღებ მე ამას გირჩევ - 2.0L EcoBoost SE (ანუ 4x4)
This post has been edited by cmpt on 5 Oct 2021, 16:11