ჩემი ისტორიის მასწავლებელს ჰგავხარ, რომელსაც ნინო ერქვა, არ გეგონოს მაგიტომ გადარებ.
საქმე იმაშია, რომ ძალიან კეთილგანწყობილი იყო ჩვენს მიმართ, მაგრამ ჩვენ ბოროტად ვსარგებლობდით.
სადღაც ნახევარი საათი გვიძლებდა და მერე დაგვიყვირებდა ხოლმე

უცნაური თვისება კი ჰქონდა - სრული ყაყანი რომ იყო, მაინც აგრძელებდა საუბარს.
წყენა მალე ავიწყდებოდა.
მე მაგალითად ვერ გავუძლებდი.
ჩემგან განსაკუთრებით მეტს მოითხოვდა და სწყინდა ხოლმე.
მეც ძალიან მაწუხებდა ნამუსი ,მაგრამ ხშირად იმავეს ვაგრძელებდი.
შინაგანად ვგულშემატკივრობდი კიდეც და ვფიქრობდი - ნინო მასწავლებელო, ერთო მაგრად დაიყვირე და წესრიგი დაამყარე -მეთქი.
ნინო მასწავლებელო, არ გისურვებ აქ ყოფნას, ამის თქმა მინდოდა და გგულშემატკივრობ, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა ხშირად არც ისე კარგი პოსტი დამიწერია შენი მისამართით.
და იმ ნინო მასწსაც უნდა ვუთხრა, რომ დღემდე მახსოვხარ და მიყვარხარ, ვიცი ძალიან გაწყენინე და მეტს ელოდი ჩემგან