გამარჯობა, არ ვარ დარწმუნებული სწორ განყოფილებაში ვწერ თუ არა. მაგრამ დავწერ მაინც იმ იმედით რომ გზას ვიპოვი.
დაახლოებით 2 წლის უკან დავწერე წიგნი, ნოველა, რომელიც სავსეა ემოციებით, გრძნობებით და მონაკვეთებში თავგადასავლებით, მთელი ეს დრო ვცდილობდი დახვეწას და გამომცემლის ნახვას, მაგრამ ვერ მოვახერხე. მხოლოდ ერთადერთმა გამომცემლობამ მიპასუხა რომ ამჟამად არ განიხილავენ ჩემს ნაშრომს, დანარჩენებს პასუხიც არ მოუწერიათ.
იმის გასარკვევად თუ რამდენად კარგი ნაშრომია და რომ გამომერიცხა რომ საკუთარი თავის ილუზიაში ვარ, რამდენიმე სანდო ადამიანს წავაკითხე და ასევე მივმართე ერთ-ერთ ცნობილ ქართველ მწერალს, ყველამ დადებითი შეფასება მომცა და ასევე გამაფრთხილა რომ რთულია წიგნის გამოცემა საქართველოში.
ეხლა რატომ ვწერ ამ ყველაფერს, რადგანაც აქ ფართო საზოგადოებაა და ხშირად ჩახედული ადამიანები შემოდიან, იქნებ დამეხმაროთ გამომცემლის მოძიებაში?
ეს წიგნი სანამ არ გამოიცემა, იქამდე ვერ ვწერ მეორეს არა და ბევრი რაღაც მაქვს რაც მინდა გადმოვცე, ამის გარდა, ჩემი სამსახურიდან მინდა წამოსვლა და იმის კეთება რაც მართლა მიყვარს და მგონი ყველაზე მთავარი და ყველაზე მეტად რასაც არ ვამბობ რადგან მტკივნეულია, ბებია სანამ ცოცხალია მინდა მივუტანო ეს წიგნი და წავიკითხოთ ერთად.
გთხოვთ დამეხმაროთ გზის გაკვლევაში

ანონიმურობა მაბედვინებს ამდენის დაწერას თორე საჯაროდ არასოდეს არ მითქვამს არაფერი ჩემს წიგნზე, მხოლოდ ოთხმა ადამიანმა იცის.
"ნარინჯისფერში გახვეულები ვუყურებთ ლურჯი ფერის უკანასკნელ ნათებას, სივრცეში გაფანტული მე გეკითხები: გწამს ღმერთის?" This post has been edited by GeoWarr1or on 25 Mar 2021, 00:26
I Love Life, so as Life is Love and Love is Life.