#61728999 · 28 Nov 2024, 11:41 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
აი ვიდეოშიც და სურათზეც სულ სხვა რაღაცაა ნათქვამი
ვიდეოში საერთოდ ნათქვამია, რუსეთი 70 წელი კომუნისტურ იდეებს ავრცელებდა, ახლა თუ შევძელით ტრანსფორმაციაში დახმარება, მომავალში უკვე "თავისუფლების" (ლიბერალიზმის) იდეებს გაავრცელებენო. ჩრდილოეთ კორეაზე ზეწოლაში დაგვეხმარებიანო და მოკავშირე გვეყოლებაო. მერე ეს ჩინეთზეც მოახდენს გავლენასო.
ეს საკმაოდ კარგად გამოხატავს ამერიკის მაშინდელ დამოკიდებულებას რუსეთისადმი, როგორ უხაროდათ ელცინიც და გორბაჩოვიც, მასობრივი პრივატიზაცია რომ დაიწყო, როგორ დაუჭირა ბუშმა საბჭოთა კავშირის შენარჩუნებას მხარი 1991 წელს, როგორ დაუჭირა კლინტონმა 1995-ში მხარი ჩეჩნეთის ომს და ა.შ. ამერიკისთვის მთავარი საზრუნავი იყო არა ჩვენნაირი ქვეყნები (ჩვენ მაგრად ფეხებზე ვეკიდეთ), არამედ რუსეთის იმ იდეოლოგიურ რელსებზე გადაწყობა, რომელზეც თვითონ ამერიკა დგას, შემდეგ რომ ის ამ იდეების გამავრცელებელი რეგიონული ძალა გამხდარიყო (მათ შორის ჩვენთანაც, იგივე 1991-1992 წლების პუტჩის სახით - ზვიადი ხომ ღიად "ნაციონალისტ ავტორიტარ დიქტატორად" იყო შერაცხული ამერიკელი გლობალისტების მიერ)
იმაში მართლაც მართალი იყო ნიქსონი, რომ ეს პროექტი ჩავარდა, რადგან 1990-იანები საკმაოდ მძიმე აღმოჩნდა რუსეთში, რუსებში ამან საკმაო ზიზღი გამოიწვია და ამან გზა გაუკვალა შემდგომ პუტინს. პუტინი მართლაც იწინასწარმეტყველა ნიქსონმა
ფოტოში საერთოდ ნათქვამია, ამერიკა საქართველოს გამო რუსეთთან არ იომებსო.
This post has been edited by Mercurial on 28 Nov 2024, 11:47
|