#58462529 · 9 Oct 2021, 09:17 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ვიღაცა ცნობილმა კაცმა რომ თქვა, " თუ არ ინტერესდები პოლიტიკით, ისჯები იმით, რომ სულელები გმართავენო". სხვა ჭკვიანმა კაცმა ასევე თქვა, "მეათედი დრო უნდა დაუთმო პოლიტიკასო". _ ეს მეორე უფრო მომწონს. არადა მე მეგონა, აქამდე ვერ მივიდოდი, თემა რომ გამეხსნა პოლიტიკაში. თქვენც დაწერეთ ხოლმე, თუ რამე სწორს შენიშნავთ და განვიხილოთ ხოლმე, თუ გამოდგება ბოლომდე სწორი; როგორც მე ვაკეთებ ახლა.
მე შევნიშნე, რომ არც პოლიტიკაშია ემოციებზე აყოლა კარგი. ლოგიკებს უნდა მივყვეთ. ანუ უნდა ვიმსჯელოთ რა არის სწორი, არასწორი და იმის მიხედვით მივცეთ ხმა, მეტი არაფერი,_ ესაა მთელი ფილოსოფია სულ და სწორი.
როცა აღელვებული ხარ, აღელვებული ხარ პოლიტიკაშიც. ეს არის ადამიანის ფსიქოლოგიური პრობლება. ადამიანმა სიმშვიდე უნდა მოიპოვოს თუნდაც ცუდ გარემოში.
ნუ მიენდობით ისეთ პარტიებს, რომლებიც კარგ ემოციებს დაგპირდებიან, ანუ რომ ამბობენ, მე რომ მოვალ ხელისუფლებაში კარგად იქნება ყველაფერი. არაა ასე, ადამიანმა თვითონ უნდა მოიპოვოს სიმშვიდე.
მერე ასევე ემოციებზე ზემოქმედებენ, აი ახლა უნდა გავბრაზდეთ და გავყაროთ ესენი. არა არ უნდა გავბრაზდეთ, ზემოთ რომ დავწერე, ისე უნდა მოვიქცეთ. (რევოლუციებიზე, ისტორიკოსების აზრიც მსმენია, რომ ყოველთვის უარესი მიიღო ხალხმა).
პარტიებს, რომლის მესიჯებიც ემოციების აწევაზეა, არ უნდა ვენდოთ.
დაახლოებით ისე გამომდის, რომ იდეაში, ნეხვში უნდა იპოვოს ადამიანმა კეთილდღეობა. მაგრამ რა ვქნა სხვანაირად ვერ ვხედავ. პოლიტიკას მხოლოდ მშვიდად და ლოგიკურად უნდა მიყვე, როგორც ზემოთ დავწერე.
ახლა იტყვით, ეს ხომ ქოცებს აწყობთ, მე ქოცები არ მომწონს მაგრამ შევნიშნე რომ ბიძინამ რაღაცეები იცის.
ასევე, ბოლო დღეები ფორმულა მიტრიალებს ოპოსთვის, მგონი დაწერე კიდეც სადღაც: 1. ქოცების სწორი კრიტიკა მოიფიქრეთ და 2. ქოცებზე წმინდა იყავი.
პ.ს. შეიძლება ეს ყველაფერი არ მოგეწონათ მაგრამ, რა ვქნა ასე ვფიქრობ.
--------------------
ევოლუციაა სწორი. ფორუმი აქოცებს.
|