მოკლედ, მყავს 1 კლასელი, რომელთანაც პრაქტიკულად არანაირი შეხება არ მაქვს - ბოლოს ვნახე 10 წლის წინ, სხვა კლასელის მამის პანაშვიდზე.
უცბად კაცო გუშინ დამირეკა, თბილისში მოვდივარ და შემოგივლი, ხო ხარ ადგილზეო(რაიონში ცხოვრობს). კაი მეთქი შემოიარე.
შემოიარა, რამე რუმე, მოვიკითხეთ ერთმანეთი, რას შვები თქო საით ხარ მეთქი, გამგეობაში ვმუშაობ ამა და ამ პოზიციაზეო (დიდი არაფერი პოზიცია).
მეთქი გინდოდა რამე? არაფერი პროსტო არ მინახიხარ რამდენი წელია, ისე შემოგიარეო.
ხოდა უკვე რო ვაცილებდი, კარებში მეუბნება, ხო იციო ხვალო რაც ხდებაო, და ძმურად გთხოვო(!) დაჯექი სახლში და არ გახვიდე არსადო...
საინტერესოა, ეს რა იყო - ტიპა გაფრთხილება რო არ გავიდე აქციაზე (შეშინების პონტში) თუ პირიქით, რაღაცა პიზდეცი იგეგმება და ნამიოკი მომცა - დაეტიეო ერთ ადგილზეო?
რო წავიდა, გადავრეკე სხვა კლასელებთან, ისე ირიბად გავაიასნე და ოცნების აქტივისტიც ყოფილა ეს ჩვენი ყმაწვილი

საინტერესოა, თქვენც გაახსენდით ასეთ ძველ კლასელებს და "მეგობრებს"?