ჩკიპ-ჩკიიიიიპ
შენთანაა მთელი ისანი-სამგორის რაიონი
* * *
ჟან-ვალჟანივით ციხეზე წახვედი
მაგრამ ჩვენთვის ეს არაფერს არ ნიშნავს
რადგან ბოლოს გონს ეგება ჟავერი
და გაცნობიერებისას თავს იკლავს
კატორღელის მოგანიჭეს ბილეთი
სახლის კარიც შენთვის ყველამ ჩაკეტა
როგორც ეპისკოპოსი მირიელი
სხვებივით შენში მე ყაჩაღს არ ვხედავ
თუკი გაწვიმს მე მინდა რომ იცოდე
ჩემი სახლის კარი შენთვის ღიაა
გახსოვდეს რო მე მესია გიწოდე
შენი მოსვლა ჩვენთვის ლიტურგიაა
შენი ყოფნა ჩვენთვის არის საჭირო
ჯვარს გაგაკრეს როგორც ღმერთი იესო
უარგყვეს და ასე კარგი საჩინო
უმეცრებმა ავად მიგიჩნიესო
https://voca.ro/1c8ASFB13W90 -
"Once you realize what a joke everything is, being the Comedian is the only thing that makes sense."