მარიამ (მარო) მაყაშვილი - წითელი არმიის შემოჭრის დღეებში, 19 წლის სტუდენტი მოხალისედ წავიდა ფრონტზე. წითელ ჯვარში ჩაეწერა მოწყალების დად და შეუერთდა კოჯრისკენ მიმავალ სანიტარულ რაზმს. 19 თებერვალს, ყუმბარის ნამსხვრევით სასიკვდილოდ დაიჭრა კეფაში.
გიორგი მაზნიაშვილი - ქართველი მხედარმთავარი, პირველი დამოუკიდებელი საქართველოს რესპუბლიკის გენერალი. მის სახელს უკავშირდება არაერთი წარმატებული სამხედრო ოპერაცია, მათ შორის აჭარიდან ოსმალების განდევნა. დახვრიტეს კომუნისტებმა 1937 წლის რეპრესიების დროს.
ქაქუცა ჩოლოყაშვილი - ქართველი სამხედრო მოღვაწე, პოლკოვნიკი. იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის მოადგილე. 1922—1924 წლებში ხელმძღვანელობდა პარტიზანულ ბრძოლას საბჭოთა ოკუპაციის წინააღმდეგ. გარდაიცვალა ემიგრაციაში. 2005 წელს მისი ნეშტი საქართველოდან თბილისში გადმოასვენეს და მთაწმინდის პანთეონში დაკრძალეს
ამბროსი ხელაია - ქართველი სასულიერო და საზოგადო მოღვაწე, მეცნიერი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი 1921-1927 წლებში.
გრიგოლ ფერაძე - ქართველი თეოლოგი, ისტორიკოსი, არქიმანდრიტი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. დაიღუპა ოსვენციმში 1942 წელს.
ექვთიმე თაყაიშვილი - ქართველი ისტორიკოსი, არქეოლოგი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1946),
პროფესორი (1918, 1945), თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამფუძნებელი, საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი, მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი. ცნობილია როგორც 1921–1945 წლებში საფრანგეთში გატანილი საქართველოს საგანძურის დამცველი, რის გამოც კონსტანტინე გამსახურდიამ „საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესი“ უწოდა.
მიხეილ (მიხაკო) წერეთელი - ქართველი მეცნიერი ძველი აღმოსავლეთის ისტორიის დარგში, ლინგვისტი, სოციოლოგი, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე.
ზურაბ ჭავჭავაძე - ქართველი დისიდენტი, 1980-იანი წლების ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი.
მერაბ კოსტავა - ქართველი დისიდენტი, 1980-იანი წლების ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი.
ზვიად გამსახურდია - ქართველი დისიდენტი, 1980-იანი წლების ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი. დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტი
გურამ გაბესკირია - ქართველი პოლიტიკოსი და ფეხბურთელი, ქალაქ სოხუმის მერი. 1993 წლის 27 სექტემბერს – სოხუმის დაცემის დღეს აფხაზმა სეპარატისტებმა დახვრიტეს.
მამია ალასანია - საქართველოს უშიშროების პოლკოვნიკი, სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ო -ლქის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის განყოფილების უფროსი. 1993 წლის 27 სექტემბერს – სოხუმის დაცემის დღეს აფხაზმა სეპარატისტებმა დახვრიტეს.
ჟიული შარტავა - ქართველი პოლიტიკური, სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოსა და თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარე, გენერალ-მაიორი. 1993 წლის 27 სექტემბერს – სოხუმის დაცემის დღეს აფხაზმა სეპარატისტებმა დახვრიტეს.
გენო ადამია (ძია გენო) - ქართველი გენერალ-მაიორი, აფხაზეთის ომის მონაწილე. 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის შემდეგაც უარი თქვა დანებებაზე და მცირე ძალებით განაგრძობდა სეპარატისტებისათვის წინააღმდეგობის გაწევას. დაიღუპა ბრძოლაში, კელასურის ხიდზე, 28 სექტემბერს.
ზურაბ იარაჯული - ქართველი სამხედრო მფრინავი, საქართველოს სამხედრო-საჰაერო ძალების უფროსი ლეიტენანტი, აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დროს განახორციელა ოცზე მეტი საბრძოლო გაფრენა. 1993 წლის 13 ივლისს მონაწილეობდა სოხუმის მისადგომებთან სოფ. შრომის დაცვაში. ამ დღეს კოპიტნარის აეროდრომიდან განახორციელა 2 საბრძოლო გაფრენა. მოწინააღმდეგის კოლონაზე შეტევის დროს მისი სუ-25 მოიერიშე ჩამოაგდეს. იარაჯულმა მოახერხა კატაპულტირება, თუმცა ფრონტის ხაზს მიღმა აღმოჩნდა. დაიღუპა გუმისთის ტყეში მდევართან შეტაკების დროს მას შემდეგ, რაც უარი განაცხადა დანებებაზე.
ზაზა დამენია - ქართველი სამხედრო, საქართველოს არმიის კაპრალი, აფხაზეთისა და ცხინვალის ომების მონაწილე. 2004 წლის აგვისტოში იბრძოდა ცხინვალის მისადგომებთან. 16 აგვისტოს იმ სანგარზე, სადაც ზაზა დამენია იმყოფებოდა, განხორციელდა მძლავრი შეტევა. მოწინააღმდეგემ სანგარში ხელყუმბარის ჩაგდება მოახერხა, მას ზაზა გადაეფარა და საკუთარი სიცოცხლის ფასად თანამებრძოლები დაღუპვისგან იხსნა. დაღუპვამდე ორი დღით ადრე, დამენიას ჭურვის აფეთქების შედეგად მხედველობა დაუქვეითდა. მიუხედავად ამისა, დამენიამ უარი განაცხადა პოზიციის დატოვებაზე და ბოლომდე დარჩა თანამებრძოლებთან ერთად.
ავთანდილ იოსელიანი - აფხაზეთის ომის მონაწილე. 1992 წლის 26 ოქტომბერს, ქალაქ ოჩამჩირეში, თანამებრძოლების გარემოცვაში, სადაც ტყვედ აყვანილი მოწინააღმდეგეები იმყოფებოდნენ, ხელყუმბარა სხეულით დაფარა და საკუთარი სიცოცხლის ფასად, გარშემო მყოფები სიკვდილს გადაარჩინა
გიორგი ანწუხელიძე - საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურე, IV ქვეითი ბრიგადის, 41-ე ბატალიონის უმცროსი სერჟანტი. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს, ტყვედ ჩავარდნილი, წამების შემდეგ მოკლეს ოსმა სეპარატისტებმა.
ალექსანდრე ონიანი - ქართველი სამხედრო მოსამსახურე, უმცროსი სერჟანტი. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს გმირულად დაიღუპა შინდისთან ბრძოლაში.
დიმიტრი ამილახვარი - საფრანგეთის არმიის ქართველი მოღვაწე, საფრანგეთის უცხოური ლეგიონის პოლკოვნიკი. დაიღუპა 1942 წლის 24 სექტემბერს, ელ-ალამეინის ბრძოლის დროს.
ლეხ კაჩინსკი - პოლონელი პოლიტიკოსი, პოლონეთის პრეზიდენტი 2005 წლიდან გარდაცვალებამდე. 2002–2005 წლებში ვარშავის მერი.
კონ მაკკეინი - აშშ-ის სენატორი არიზონიდან 1987-2018 წლებში. კონგრესის წარმომადგენელთა პალატის წევრი 1983-1987 წლებში. 2008 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკური პარტიის კანდიდატი.
This post has been edited by Joker13 on 11 Oct 2021, 17:30