მინდა მოგითხროთ ერთი საინტერესო მკვლევარის შესახებ, რომელმაც კრიმინოლოგიაში თავისი როლი შეასრულა, ჩეზარე ლამბროზო, იტალიელმა ფიზიოლოგმა ჩაატარა საოცრად ღმა და საინტერესო კვლევები ადამიანის კრიმინალური ბუნების შესახებ. მან შეისწავლა პატიმართა პოპულაცია, გარდაცვლილთა თავის ქალები და საკმაოდ ღრმა კვლევა წარმოადგინა "კრიმინოლოიდთა" შესახებ.
ლამბროზოს თეორია ამტკიცებს რომ მორალური იმბეცილები, პათოლოგიური მოძალადეები, განსხვავდებიან ცივილიზირებული სხეულის ფორმების პროპოციების მიხედვით, რაც ახასიათებდათ ჩვენს წინაპარ პრიმატებს და დანაშაულისკენ პათოლოგიური მიდრეკილება, არის ადამიანის ევოლუციის ატავისტური ანომალია, რომელიც კრიმინოლოიდებში ჩანს.
თავის ქალების შესწავლის და მრავალჯერადი შედარებითი ანალიზის შემდეგ, ის მივიდა დასკვნამდე, რომ კრიმინოლოიდის პროპორციები განსხვავებულია, კერძოდ: დაბალი შუბლი, ჩაცვენილი თვალები, დიდი ყურები, ასიმეტრიული სახე, დაბალი კისერი, პროგენია (როგორც ზედა ისე ქვედა) გრძელი ხელები, ასიმეტრიული ყვირმალის ძვლები, მეჩხერი კბილები... ლამბროზო ირწმუნება რომ კრმინოლოიდს აქვს ტკივილისადმი ნაკლები მგრძნობელობა.
ლამბროზომ სცადა ქალების კრიმინალური ტიპის გამოვლენა პროსტიტუტების თავის ქალების შესწავლით, მაგრამ ვერაფერს მიაგნო საბოლოოდ მივიდა დასკვნამდე, რომ ქალებში გენეტიკური ატავიზმი ნაკლებია.
ლამბროზოს კვლევები საბოლოოდ უარყო მეცნიერებამ, ერთი რომ, კვლევა ქმნის სტერეოტიპებს და მოლოდინებს იმ ადამიანთა მიმართ, ვისაც შესაძლოა ჰქონდეს მსგავსი გარეგნობა, რაც უსამართლოა და ადამიანის ღირსების შემლახავია, მეორეც ჩარლზ გორინგმა შეისწავლა ეს საკითხი და მივიდა დასკვნამდე, რომ სტატისტიკური სხვაობა უკიდურესად მცირეა.
ასეა თუ ისე, ლამბროზოს კვლევა კლასიკად ითვლება და როგორც არ უნდა გჭრიდეს თვალს სამწუხარო სიმართლე, კრიმინოლოიდები (აქ არ იგულისხმება ეკონომიკური ან პოლიტიკური კრიმინალი ანუ გონიერი დანაშაული) ეს არის განსაკუთრებით დაბალი ინტელექტის კატეგორია (იყო ასეთი შემთხვევა ამერიკაში ტიპმა ბანკი დააყაჩაღა უნიღბოდ, სახეზე ლიმონის წვენი წაისვა ასე კამერა ვერ აღმიქვამსო), რომელსაც არ ესმის რა არის საქართველო, მოქალაქეობა, კანონი, და საერთოც ცივილური ცხოვრება, უბრალოდ ვერ ხვდება რატომ წერს ადამიანი ლექს, რატომ ოცნებობს კოსმოსზე, მისი სამყარო უკიდურესად "პრაგმატულია" მხოლოდ ფიზიოლოგიურ სიამოვნებებს ეძებს, რა ჭამოს, რა სხვას ვინ მოტ...ნას...და მართლაც ეს ადამიანები სწორედ ლამბროსოს მოდელს მაგონებს.
ნუ აჩუქებთ კრიმინოლოიდებს წალკოტ საქართველოს, ქართველი ერი არ დაბერებულა, მას უბრალოდ მისი უარესი ნაწილი დაეპატრონა, ჩვენ კი კრიმინოლოიდები გვჩაგრავენ, გვაქვს ორი ვარიანტი წავიდეთ ამ ქვეყნიდან და შორიდან ვადევნოთ თვალი საქართველოს ავღანეთიზაციას, ან არადა ტრაკი გავანძრიოთ, იმიტომ რომ კრიმინოლოიდს ბოდლერზე საუბარი არ უყვარს მას მარტო საპასუხო ძალის ესმის!
This post has been edited by mepar on 12 Oct 2021, 01:01
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)