მაინტერესებს, თქვენი აზრით ან გამოცდილებით, შესაძლებელია საზღვარგარეთ წასვლა რაიმე განსაკუთრებული მონაცემების ან skill-ების გარეშე? უმაღლესი განათლება მაქვს, მაგრამ ისეთ სფეროში, დიდად სხვა ქვეყანაში რომ არ გამოგადგება, უფრო ლოკალურ დონეზე.
საზღვარგარეთ წასვლა მინდა, მონდომებული ვარ, არანაირ სამუშაოზე არ ვიტყვი უარს და ყველაფერს დიდი გულისხმევით შევისწავლი, მზად ვარ ვიმუშაო დაუზარებლად, თუმცა რაიმე განსაკუთრებული ცოდნა არ გამაჩნია, ჯერჯერობით არც რაიმე ხელობა არ ვიცი.
არც განსაკუთრებული სიმდიდრე ან დიდი კომფორტი მინდა, უბრალოდ, ნორმალურად რომ ვიცხოვრო

რომელიმე ნორმალურ ქვეყანაში, ქაჯური და მონური სამუშაო გრაფიკის გარეშე.
თქვენი აზრით, არის შანსი? სამუშაო ვიზის მისაღებად თუნდაც, ან რავი.
This post has been edited by Arcbell on 12 Oct 2021, 18:33