რაც საჭირბოროტოა ის არ გვარდება სამშობლოში,.რისთვის ვქირაობთ ჩინოვნიკებს?
ბარემ გავაპრავო ქოცებო კაბელი ნაცმა გადაჭრა ხო?
ხევსურეთში გზა გადაკეტეს სოფლებში ელექტროენერგიის გაყვანის მოთხოვნით
1 საათის წინ
https://www.radiotavisupleba.ge/a/32529139.htmlხევსურეთში, სოფელ როშკასთან, ადგილობრივმა მოსახლეობამ გზა გადაკეტა სოფლებში ელექტროენერგიის გაყვანის მოთხოვნით - პირიქითა და პირაქეთა ხევსურეთის 45 სოფლიდან დენით მხოლოდ 16 სოფელია უზრუნველყოფილი.
როგორც რადიო თავისუფლებას უთხრეს პროტესტის მონაწილეებმა, ამ დრომდე მათთან არ მისულან ხელისუფლების წარმომადგენლები, თუმცა აქვთ მოლოდინი, რომ დუშეთის მერი და მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი შეხვდებათ.
საავტომობილო გზა, რომელიც ამ დროისთვის გადაკეტილია, ერთმანეთთან აკავშირებს პირიქითა და პირაქეთა ხევსურეთს და არის ბარისახოდან შატილის მიმართულებით მიმავალი ერთადერთი გზა, რომელიც განსაკუთრებით დატვირთულია ზაფხულში, ტურისტულად აქტიურად სეზონზე.
This post has been edited by მაწო:+) on 1 Aug 2023, 14:08