მეთანხმებით? 
ნუ, ცოტა დრამატულად ვამბობ, ბევრი ჩვენგანი ალბათ არ ვთვლით თავს უბედურად. 
მაგრამ მგონია, რომ თითქმის ყველა იუზერისთვის ფორუმი არის თავშესაფარი. 
ბევრი ამბობთ, რომ უბრალოდ ერთობით აქაურობით და აქაურებით. 
მაგრამ რეალურად ეს არ არის გართობა, რადგან ძალიან დიდ დროსა და ენერგიას ვახარჯავთ აქაურობასა და ერთამენთს.
კაი, მესმის ვიღაცას რაღაც ###ობა დაუწერო და გაიარო, თუ მართლა ღადაობა და ###პროჭაობა გინდა, მაგრამ როცა თქვენი ხიპიში მინიმუმ საათების და მაქსიმუმ დღეებისა და თვეების განმავლობაში გრძელდება, უკვე ვეღარ დამაჯერებთ, რომ ეს უბრალოდ გართობაა და თქვენ არც ენერგია გეხარჯებათ ამაში და არც დრო გაკლდებათ. 
ბევრი წერს, რომ აი სამსახურში ვარ, საქმეს ვაკეთებ, მაგრამ იმის დროც მაქვს, რომ გიპასუხო, რადგან ვერავინ გაბედავს ჩირქი მომცხოს და რამე ###ობა დამიწეროს  
 
 ანდა ასეთი შემთხვევა: მკიდია ფორუმი, ###ობაა აქაურობა და წავედი, მაგრამ ჩემს დას ###ობებს უწერთ და მაგიტომ შემოვდივარ რო პასუხი გაგცეთ. უნდა იცოდეთ, რომ არავის არაფერი შეგრჩებათ. 
აი, ტრუხა ბაზარია რა 
 
 დარწმუნებული ვარ, რომ თქვენც კარგად ხვდებით, მაგრამ თუ ვერ ხვდებით, დაფიქრდით. გამოთვალეთ, რამხელა დროს ხარჯავთ აქ, როგორ მოქმედებს აქაურობა თქვენს ემოციურ მდგომარეობაზე. რატომ უნდა გქონდეთ თუნდაც წამით გონება დაკავებული ვიღაც ფორუმელზე ფიქრით... 
აი 80% იუზერებისა უბრალოდ ტრაგიკული ადამიანია. ის, რაც ცხოვრებაში აკლიათ, ცდილობენ აქ შეივსონ. 
დაწერეთ, რა სარგებელი მოუტანია ფორუმს თქვენთვის. 
ბაზარი არაა, ფორუმის მეშვეობით კარგი ადამიანები გავიცანით, ბევრჯერ გაგვიხსნია რაღაც თემა, სადაც დაგვხმარებიან 
მაგრამ აი უაზროდ რო გიკამათიათ საათების განმავლობაში, არავითარი გავლენა არ მოუხდენია ამას თქვენს ემოციებზე, ფიქრებსა და რეალურ ყოფით საქმეებზე? 
მოკლედ მე დავასკვენი, რო ###ობაა უსარგებლო იუზერებთან დროის ხარჯვა. არც კი მახსოვს, ბოლოს ვის რაზე ვეკამათე და თქვენც გირჩევთ, რო აი რეალურად, მაააართლა დაიკიდოთ  
 
 იმიტომ კი არ დაწეროთ, მკიდიაო, რო მაგარი ტიპი გამოჩნდეთ 
აი თუნდაც ძალიან არასამართლიანად რო შეგეხოთ ვინმე, ჩირქი მოგცხოთ, აბსოლუტური იგნორი უნდა იყოს თქვენი რეაქცია. 
რადგან დაფიქრდით, რა ტიპის იუზერები კადრულობენ ეგეთებს 
და მერე გვერიდად შეხედეთ თქვენს თავს, ეგეთ იუზერებს საათებს რომ ახარჯავთ 
თუ ვინმე კაი ტიპი გეგონათ და იმანაც რაღაც ###ობა დაგიწერათ, ეგეც დაიკიდეთ, რადგან თქვენი ბრალია, თუ იმ ვიღაცაზე დადებითი განწყობა შეიქმენით და მერე სულ კაიტიპობას ელოდებოდით მისგან.
ბოდიში ბილწსიტყვაობისთვის  
This post has been edited by ბანჯოო on 16 Oct 2021, 22:05