დედამიწაზე არსებული სხვადასხვა სახეობის ცხოველები ერთი არსებითი ნიშნით განსხვავდებიან. ამ ნიშნის მიხედვით ისინი პირობითად ორ ჯგუფად იყოფიან. ცხოველების ერთ ნაწილს ხერხემლიანი და მასთან დაკავშირებული ძვლები აქვს. ასეთ ცხოველებს ხერხემლიანები ჰქვიათ. ზოგ ცხოველს ხერხემალი და სხვა ძვლები არა აქვს. მათ უხერხემლო ცხოველებს უწოდებენ.
დღეს მე ვისაუბრებ უხერხემლო ცხოველებზე. უხერხემლო ცხოველები დიდი მრავალფეროვნებით გამოირჩევიან. მათ ათვისებული აქვთ ყველა საარსებო გარემო. ისინი ბინადრობენ ტყეში, მინდორში, უდაბნოში, შღვაში, მთაში, მინდორში. უხერხემლო ცხოველებია: ლოკოკინა, კიბო, ზღვის ვარსკვლავა, ლანგუსტი, ობობა, ჭიანჭველა და სხვა. უხერხემლოების უმრავლესობა პატარა ზომისაა. გამონაკლისია ძღვაში მცხოვრები რამოდენიმე ცხოველი. მაგალითად, რვაფეხა, ზოგიერთი მედუზა.
ზოგიერთ უხერხემლო ცხოველს, მაგალითად, მედუზასა და ჭიას რბილი ტანი აქვთ. ზოგს, მაგალითად, ლოკოკინას, სხეულის გარკვეული ნაწილი მკვრივი ნიჟარით აქვს დაფარული.
პეპელა, ხოჭო, ფუტკარი, მორიელი და ობობა უხერხემლო ცხოველებია, რომლებსაც ფეხსახსრიანებს უწოდებენ. ფეხსახსრიანების სამი ჯგუფი არსებობს: მწერები, კიბოები და ობობები. ყველა მათგანს დანაწევრებული ფეხები და სხეულის მკვრივი საფარველი აქვს. საფარველი მათ სხეულს ფორმას აძლევს, ასევე დაზიანებისა და გამოშრობისაგან იცავს.
This post has been edited by decembre on 19 Oct 2021, 09:31