საქართველოში პოლიტიკურ ამინდს, უფრო უამინდობას, დღესაც ქნიან ისეთი პოლიტიკური ძალები, რომლებსაც თანამშრომლობის უნარი, თუნდაც, უმთავრეს სახელმწიფოებრივ პრობლემებთან დაკავშირებით ატროფირებული აქვთ.
...
ორივე მხარის საზოგადოებრივი მხარდაჭერა შეზღუდულია. ისინი გრძნობენ ამას და თუკი რაიმეში თანხმდებიან, მხოლოდ იმაში, რომ „შუაშიზმი“ დაუშვებელია. ე.წ. შუაშისტების რაოდენობრივი ზრდა ორივეს აზარალებს.
თუ დააკვირდებით, ერთნაირ ტერმინებში როგორ ლანძღავენ ორივე მხრიდან იმათ, ვისთვისაც ორივე მიუღებელია. ცუდი არ იქნება, თუ ხელისუფლებაც და ოპოზიციაც გაიაზრებენ, რომ შუაშისტების უდიდესი ნაწილი ის ადამიანებია, ვისაც არა აქვს სურვილი, ორი პოლიტიკურად უმწიფარი და გაცვეთილი ძალის დაპირისპირებაში მონაწილეობა მიიღოს და ქართული პოლიტიკური სპექტრისაგან სხვა დისკურსს ელის.
...
მთავარი სახელმწიფოებრივი პრობლემა ისაა, რომ ამჯერად კატასტროფული სისწრაფით ვკარგავთ დასავლეთის თანაგრძნობას და მხარდაჭერას და ამის მიზეზებია არა მხოლოდ ხელისუფლების წარმომადგენელთა მიერ „ხალხური პირდაპირობით“ გამოთქმულმა შეფასებები, დასავლეთის წინაშე ინფანტილური ყოყლოჩინობა და წინა ხელისუფლებიდან მემკვიდრეობით მიღებული პოლიტიკური მართლმსაჯულება, არამედ ოპოზიციის უნაყოფო კვაზირევოლუციური სტრატეგიაც, მისი სიშორე საკუთარი საზოგადოებისაგან, მისი რეალური პრობლემებისაგან და ა.შ.
...
- ხდება ის, რასაც ივანიშვილის გარემოცვა ცუდ სიზმარშიც ვერ წარმოიდგენდა. სააკაშვილმა შეძლო და „ოცნებას“ ზედიზედ აშვებინებს სამართლებრივ და მორალურ შეცდომებს. „ოცნების“ ლიდერები - და ეს უკვე მათ გამოსვლებშიც იგრძნობა - თვალდათვალ კარგავენ საკუთარი სიმართლის გრძნობას.
მაგრამ. როგორც არ უნდა დაკარგოს „ოცნებამ“ მოსახლეობის ნდობა, „ნაციონალების“ მთავარი მტერი იქნება კითხვა მათი წარსულისა და სამომავლო მიზნების შესახებ. კითხვებს მხოლოდ წარმატებების გამო კი არ არსებობს, არამედ ძალაუფლებით ტკბობის, ბიზნესის დატერორების, ადამიანის უფლებათა დარღვევის, მკვლელობების, მდარე ხარისხის პრ ხრიკებით ადამიანების გაბითურების მცდელობათა და სხვათა შესახებ.
არ ვიცი, ესმით ესმით თუ არა, რომ 2012 წლის კრახი მიიღეს არა მილიარდერის მიერ დახარჯული ფულის გამო, არამედ იმ მიზეზით, რომ ფატალურად გაუცხოვდნენ თავისი საზოგადოებისაგან.
ამიტომაც, ვერ ვიტყვი, რომ რომელიმე მხარე განსაკუთრებით წარმატებულია. ბევრის თვალში ორივეს დაკარგული აქვს ის, რის გარეშეც ქვეყნის მართვა შეუძლებელია - მოსახლეობის კრიტიკული ნაწილის ნდობა.
...
მოკლედ, გვყავს ორი ძალა, რომელთაგან ვერც ერთი ვერ იქნება სასურველი. მესამე ძალა კი, სამწუხაროდ, კვლავ „ბაზალეთის ტბის ძირასაა“.
ორივეს თანაბრად ეხება მაქსიმა - როდესაც ფულს, ან ძალაუფლებას, ან ორივეს ერთად, დიდი პიროვნული კულტურა არ ახლავს, ის აუცილებლად იქცევა საზოგადოებრივ უბედურებად.
...
ისევე, როგორც ოცდაათი წლის წინ, დღესაც საქართველო სავსეა პოლიტიკური ჯგუფებით, ვინც მიიჩნევს, რომ ჭეშმარიტებას მონოპოლიურად ფლობს და რომ ნებისმიერი სხვა არა მხოლოდ მცდარია, არამედ ზღვრული ბოროტების მატარებელიც.
ტიპიური სექტანტური იდეოლოგიაა და ამას ხელს ჩვენი მრავალი მოქალაქეც უწყობს...
...
სრული განცდა მაქვს, რომ მხარეები პატივს არ გვცემენ, რომ, რომ მათთვის ვარ არა პიროვნებები, არამედ ერთგვარი მასალა, რომელშიც ოსტატური პიარსვლებით უნდა გამოიწვიო აღშფოთება თუ მოწონება.
ჩვენს გარემოცვაში მყოფი ერთგანზომილებიანი აზროვნებისა და საკუთარი ვნებების ტყვეობაში მყოფი ადამიანების სიმრავლე და ეგზალტირებული აქტიურობა წარმატების ლამის სრულ გარანტიას აძლევს მათ.
ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებაში უკვე 80-იანი წლების მეორე ნახევარში ჩაიდო რაღაც ძალზე არაჯანსაღი კოდი, რომელიც დღემდე მოქმედებს და დღემდე გვაიძულებს, პერიოდულად აწმყოთი შეძრწუნებულებმა ყველაფერი ხელახლა დავიწყოთ.
ჰოდა, სწორედ ყველაფრის ხელახლა დაწყების გადაწყვეტილების მიღებისთანავე ჩნდება მავანი მორიგი პოლიტიკური ლუდომანიით შეპყრობილი დემაგოგი და სულ მალე აღმოვაჩენთ, რომ თითქმის არაფრისთვის არ მიგვიღწევია.
თქვენს კითხვას ასე შემოვაბრუნებდი - რა შანსი აქვს მცირერიცხოვან ერს, რომ გლობალურ სამყაროში გადარჩეს? ალბათ, ამის ერთადერთი რეალური გზა არსებობს, - ძირეულად უნდა შეიცვალოს ჩვენი თანაცხოვრების რეჟიმი და მის მთავარ პრინციპებად შრომა, დიალოგი და თანამშრომლობა უნდა იქცეს.
თითქოს ბანალურია, რასაც ვამბობ, მაგრამ სწორედ ეს სისტემაა, რომელიც ჩვენში არ მუშაობს.,,
https://www.interpressnews.ge/ka/article/684818-zaza-piralishvili-situacia-isetia-rom-romelime-mxaris-gamarjveba-didi-albbtoa it-mogvitans-qvelaze-vulgarul-postsabchota-avtoritarizms://https://www.interpressnews.ge/ka/ar...a-avtoritarizmsაგინეთ რამდენიც გინდათ ჭკვიანური სახეებით ) ზაზა ფირალიშვილია და სწორ რამეებს ამბობს., კიდევ გაცილებით მეტსაც ინტერვიუში.
რუსეთი უნდა დაინგრეს.