ერთ ქალს ეხვეწებოდა რაღაცას.
ხელში პური და ზეთის პარკი ეჭირა,
-ჩემთვის არ მინდა ბავშვისთვის მინდაო, 2 კვირაა არ დამილევია, პურს და ზეთს ხო არ ვიყიდიდი გთხოვო როგორც ჩემს დას ისე გთხოვო. ეს ქალი პასუხს არ სცემდა, მერე წინ ვიღაც კაცთან მივიდა და იმან აგრესიულად მოიშორა.
ვაა შემიწუხდა გული მეთქი რა ხდება ბატონო რა გიჭირთ?
სამედიცინო სპირტი მინდა ბავშვისთვისო.
მე გიყიდი მეთქი.
გაუხარდა.
ამის თქმა იყო და იმ ქალმაც ხმას რომ არ სცემდა სამედიცინო სპირტი შეუკვეთა და გამოუწოდა.
აიო მიყიდაო, მეუბნება...
მადლობა დაიკოო...
გავალო და გარეთ დაგელოდებიო....
თავიდან ვერ დავამუღამე რას მელოდება მეთქი.....
რათ უნდა 2 ბოთლი...
ხოდა კი ვუყიდე მაგრამ მემგონი მართლა დასალევად უნდოდა....
შემეცოდა.
გამახსენდა სკოლა და ექთნის კაბინეტში მოპარული სამედიცონო სპირტები ბუფეტის კოკაკოლაში გადარეული
მემგონი სიკეთის სახელით ბოროტება ჩავიდინე