მოგესალმებით მეგობრებო, ვყიდი ჩემს მანქანას :
VW Touareg 2.5 R5 TDI, მანქანა არის ჩამოყვანილი იტალიიდან 2013 წელს. არის უბრალო კომპლექტაციით (სიდენიები მოძრაობს მექანიკურად, არ აქვს ლუქი, არის ნაჭრის სალონით და რაც მთავარია „პადუშკების“ გარეშეა).
გარბენი აქვს 285 500 კმ, ამოღებული აქვს კატალიზატორი, მაგრამ ტექ ინსპექტირებას გადის ჩვეულებრივად (გამონაბოლქვი ჯდება ნორმაში).
რამოდენიმე თვის წინ გავარემონტე ძრავი (შევცვალე ფარსუნკების სალნიკები) + გავუკეთე სავალი ნაწილი. ასევე გამოვცვალე ზეთის რადიატორი (გოჭა) რომლის გამოც წყალში გადაიტანა ზეთი და დღემდე ცოტა ამოაქვს წყლის ბაჩოკში (მაგრამ ახალი აღარ გადააქვს).
ტურბინა მუშაობს ძალიან კარგად, ფარსუნკებიც კარგ მდგომარეობაშია. მანქანა დადის ჩვეულებრივად, საერთო ჯაში მანქანა ნორმალურ მდგომარეობაშია.
აქვს კარდანის დამაკავშირებელი რეზინი შესაცვლელი (გასარემონტებელი), ასევე სალონში ჭერი არის ჩამოწეული და სჭირდება დაჭიმვა/გამოცვლა, მანქანა არის დაურტყმელი (უავარიო).
ფასი არის 4200 $ რომელზეც დავილაპარაკებთ მანქანასთან
გაცვლა-გამოცვლა არ მაინტერესებს.
მეტი ფოტოსთვის იხილეთ :
Touareg 2.5 R5
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)