ვახ როგორც იქნა დასრულდა
და როგორც ჩანს ხარისხიანადაა გაკეთებული
კალაძე არ ტყუის, ნაცები პირდაპირ დანგრევას უპირებდნენ ყველა სახლს ამ მოედანზე. ჩუმად და ჩათლახურად. რადგან ძეგლის სტატუსი ჰქონდა შენობებს, სახურავები გადახადეს და ელოდებოდნენ როდის დაინგრეოდა თავისით.
სრულიად შემთხვევით აღმოაჩინეს გუდიაშვილის გადარჩენის აქტივისტებმა ევროპის რომელიღაც ქვეყანაში არქიტექტურული ფირმა ჰქონდათ დაქირავებული ნაცებს რომელსაც გუდიაშვილის პროექტი დაუკვეთეს. და ეს პროექტი იყო სრული აბსურდი - ბეტონის 10 კვადრატული შენობა ავთენტური ძველი და ისტორიული შენობების ნაცვლად.
ელისაშვილების და სხვების დამსახურებაა ეს მოედანი ნაცებმა რომ ვერ დაანგრიეს. 2010 თუ 11 წელს როცა ეს ამბავი გაირკვა სრული 3 თვე გუდიაშვილის მოედანზე ზამთარში ყოველ შაბათს საზოგადოებრივი ღონისძიებები იმართებოდა. ასე მიაღწიეს საზოგადოების ჩართულობას და პოლიტიკოსების მადის შეკავებას ალეკო და ცირა ელისაშვილებმა.
ძაან ღადაობა იყო, უგულავა იყო ამ დროს თბილისის მერი და ყველაფერი ეს სისაძაგლე მისი ხელდასხმით ხდებოდა.
რომელიღაც ქვეყნის დედაქალაქის მერი სტუმრობდა თბილისს იმ დღეებში და თურმე გიგი უგულავა ათვალიერებინებდა ძველ თბილისს.
ასე აღმოჩნდნენ გუდიაშვილის მოედანზე. იმ დღეს აქტივისტების მორიგი ღონისძიება იყო გუდიაშვილზე. უამრავი ხალხი იყო, გამოფენილი იყო მოედნის ძველი ფოტოები, ვიღაცები ძველ ნივთებს ყიდდნენ, იქვე იხსრშებოდა გლინტვეინი, უკრავდა ცოცხალი მუსიკა.
ჰოდა ამ ყეყეჩ უგულავას ეგონა რამე სვეცკური თბილისური ღონისძიებააო და თავის სტუმრიანად შემოაჭრა მოედნის სკვერის შუაგულში. იქ კიდევ არც მეტი არც ნაკლები მისი "მოსისხლე მტერი" ალეკო ელისაშვილი დახვდა

თუ სწორად მახსოვს ზუსტად იმ დროს მიმართავდა იქ მყოფი ხალხს თუ რა ბოროტი იყო უგულავა და როგორ უპირებდა მოედანს დანგრევას

უგულავას მაშინდელი წაშლილი სახე არ დამავიწყდება. მოკიდა თავის სტუმარს ხელი, შეტრიალდა და გაიძურწა

იმ ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ვინც გუდიაშვილის მოედნის დანგრევას მეთაურობდა, სხვათა შორის, ხელისუფლების ცვლილების მერე გაიქცა საქართველოდან, ვინაიდან დიდი რაოდენობით ფულის გაფლანგვაზე აღიძრა მასზე საქმე. ამავე საქმეზე იჯდა უგულავა ციხეში. სხვები ზოგი ჯარიმით და ზოგი საპროცესოთი გამოძვრა.
არც ახლაა ნაკლები მაგრამ ის პერიოდიც ძალიან ბინძური იყო. ამ ორგანიზაციას ძველი თბილისის განვითარების ფონდი ერქვა და სინამდვილეში ძველ თბილისში უძრავი ქონების ხელში მუქთად ჩაგდებით იყო დაკავებული.
ჩაძმაკაცებული ჰყავდათ სრულიად ამაზრზენი ე.წ. ბიზნესმენები და ჭრიდნენ და კერავდნენ საკუთარი სურვილით.
ძაან ბინძური ხალხი იყო, ძაან . ჰო ირაკლი აბესაძე იყო ამ ყველაფრის იურიდიულად გამჩარხავი. მერიის იურიდიული სამსახურის უფროსი იყო მაშინ.
ჰოდა მიშას რეჟიმს თუ გაკეთებულს არ ვუვიწყებთ, არც კალაძეს უნდა დავივიწყოთ. მითუმეტეს ნაცები ამ მოედანს ანგრევდნენ და ქოცებმა შეინარჩუნეს და აღადგინეს.
This post has been edited by Grows on 27 Oct 2021, 05:39