2012 წელს ქართული ოცნება კამპანიას ატარებდა "დაწერე შენი ოცნება" და ქმნიდა განცდას, რომ თუკი ამ ფუქცელს ქართულ ოცნებას მიაწვდიდი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ბიძინა ივანიშვილი მას აასრულებდა. ეს იყო "ტრიუკის" ერთ-ერთი ნაწილი.

მაგრამ თემა ახლა ამაზე არაა.
ამ თემაში რომ დავწეროთ ჩვენი ოცნდება როგორ სახელმწფოში გვუსრს ცხოვრება.
მე დავიწყებ:
- ისეთი სახელმწიფო მინდა, რომელშიც ყველას ესმოდეს, რომ ხელისუფლებას მე და შენ, როგორც მოქალაქეები ვაფინანსებ შესაბამისად, მათი ანგარიშვალდებულება ჩვენთან მიმართებით რეალურია;
- ხელისუფლება რომელიც ჩვენი გადახდილი ფულით ან ევროპული გრანტებით გზებს დამიგებს და სერვისებს მომაწვდის ამით არ უნდა ტრაბახობდეს, რადგან ეს ისედაც მისი დავალება იყო. სამსახურში თანამშრომელმა იმით რომ იტრაბახოს ჩემზე დაკისრებული დავალება შევასრულეო უცნაური იქნება. ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ გააცნოს ხალხს გაკეთებული საქმე, მაგრამ ამით ტრაბახი უადგილოა.
- შიდა კონსესუსი საგარეო პოლიტიკურ კურსზე კარგად და ურყევად იყოს ჩამოყალიბებული. ვისურვებდი საქართველოს ევროპული კურსის გააზრება უკეთ მომხდარიყოს და წმინდად ეკონომიკური და პოლიტიკური მხარდაჭერის გარდა ცივილიზაციური და კულტურული მიკუთვნებულობაც დაგვენახა ევროპასთან და დანარჩენ დასავლურ სამყაროსთან. ამასთან საგარეო პოლიტიკას ემოციის ნაცვლად მეტი რაციონალიზმით რომ ვუყურებდეთ.
- თუკი ოცნებაა ოცნება იყოს: ისეთ სახელმწიფოში მინდა ცხოვრება, სადაც სოციო-ეკონომიკურად ზემდგომი კლასი ქვემოთ მყოფ კლასს ზემოდან ყურებას არ დაიწყებს და არ იფიქრებს "მაგას 200 ლარი ხელფასიც ეყოფაო".
- ისეთ სახელმწიფოში მსურს ცხოვრება, სადაც სახელმიწიფოს თავის დაცვის ფუნქცია და უნარი ექნება და თუკი საჭირო გახდება ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებითაც არ იქნება თავჩაქინდრული და შეშინებული. აქედან გამომდინარე კი ისეთ სახელმწიფოში მსურს ცხოვრება, სადაც არავინ გამოხტება და ჩემსავე ქვეყანას არ დაადანაშაულებს ომების წარმოებაში საკუთარ ტერიტორიაზე.
- ისეთ სახელმწიფოში მინდა ცხოვრება, რომელშიც პოლიცია და ძალოვანი უწყებები პოლიტიზირებულები არ იქნებიან და პირნათლად და უშიშრად შეასრულებენ თავისზე დაკისრებულ მოვალეობებს.
- ისეთ სახელმწიფოში მინდა ცხოვრება, რომელშიც სამთავრობო მედიები არ გვქნება.
- ისეთ სახელწმიფოში მინდა ცხოვრება, სადაც მასწავლებლობა დამამცირებელ ან სიბრალულის გამომწვევ პროფესიად არ მიიჩნევა.
- ისეთ სახელმწიფოში მინდა ცხოვრება, რომლის სახელმწიფო ენაც ყველა მოქალაქეს ეცოდინება.
- ისეთ სახელმწიფოში მინდა ცხოვრება, რომელშიც პარტიები იდეებზე კამათობენ და არა პიროვნებებზე.
- ისეთ სახელმწიფოში მინდა ცხოვრება რომლიდანაც მოქალაქეები სამუშაოდ სხვა ქვეყანაში არ გარბიან.
- ისეთ სახემწიფოში მინდა ცხოვრბეა, სადაც ხელისუფლება, რომელიც დაპირბებეს არ შეასრულებს ეგრევე გაუშვებენ სახლში, რადგან ადამიანის მოტყუება არ მოსულა.
თქვენ განაგრძეთ.