ხიდან ხეზე გადაფრინდა ჩიტი
ქვეყნის საზღვრებს ეკიდება ცეცხლი
აქ მთავარი სიწმინდეა ვერცხლი
რუხი სახე მიუღიათ ფერებს
ჯამბაზები დასცინიან ბერებს
უმიზეზოდ გაბრალებენ ღალატს
მოსამართლე დაემსგავსა ჯალათს
წინაპრებზე ვიგონებდით მითებს
ახლა მუდამ სხვისკენ ვიშვერთ თითებს
სხვას ვაბრალებთ, ასე გვიდევს გენში
არ გვინდა რომ დავინახოთ ჩვენში
ნარკომანი ვეღარ უძლებს დოზებს
პოლიტიკა წაუღიათ ბ#ზებს
სისხლის ფერი დასდებია ველებს
სიცოცხლეში ძეგლს უდგამენ მკვლელებს
კიდევ კარგი ღვინო ისევ მათრობს
ფიქრებს მირევს მაგრამ ვეღარ მათბობს
ბინას ერთი ბოთლის ფასად ვყიდი
შემოდგომის საღამოა მშვიდი