შევეცდები მოკლედ დავწერო.
ოქტომბრის დასაწყისში ჩემმა ძმაკაცმა რომელიც თბილისის ენმ-ს ერთ ერთი რაიონული დანაყოფის ხელმძღვანელია მითხრა რომ ვიცი ანტიქოცი ხარ და არჩევნებზე დაგვიდექი გვერდზეო. შემომთავაზა ერთ ერთ უბანზე საარჩევნო კომისიის წევრობა ენმ-ს კვოტით.
მეც დავთანხმდი რამეთუ ძალიან მაინტერესებდა შიდა სამზარეულო.
წინასწარ მინდა გითხრათ რომ ე.წ. კარუსელები და ესე ნაგლად ბიულეტენების ჩაყრა თბილისში მგონი არ ხდება. ხაზს ვუსმევ თბილისში. ყოველ შემთხვევაში ჩემთან არ ყოფილა.
მაგრამ ხდება შემდეგი რამ.
1 ტურის დროს სადღაც 11 საათიდან შევამჩნიე რომ ერთ ერთმა დამკვირებელმა დაიწყო ძალიან აქტიურობა, დარბაზიდან გადიოდა და შემოდიოდა, წავიდოდა სადღაც ნახევარი საათით , მერე ისევ მოდიოდა და ჯდებოდა დარბაზში, თან ასევე შევამჩნიე რომ დანარჩენ კომისიის წევრებთან ძალიან მეგობრული ურთიერთობა ქონდა. ასევე არ უჩერდებოდა ტელეფონი, სულ ვიღაც ურეკავდა ან ის რეკავდა.
სადღაც 12 საათზე დავინტერესდი ამ პიროვნებით, რატომ დარბიხართ აქეთ იქეთ ვინ ხარ მეთქი, მეო არასამთავრობო ორგანიზაციის დამკვირვებელი ვარო და მაქ უფლება დარბაზიდან გავიდეო, დავხედე ბირკას და აწერია არასამთავრობო მწვანე დედამიწის კავშირი თუ რაღაც ეგეთი ჯანდაბა.
ბევრი რომ არ გავაგრძელო მე ჩაინიკმა რაღაც პერიოდის შემდეგ დავადგინე რომ ეს არასამთავრობო ყოფილა ქოცების და ეს დამკვირვებელი იყო ქართული ოცნების ჩვეულებრივი კოორდინატორი.
ის არჩევნების დღეს დადიოდა უბან უბან და გარეთ მყოფ უსაქმურ ბიჭებს ან პენსიონერებს რომლებიც არ აპირებდნენ არჩევნებზე წასვლას ფულს სთავაზობდა და უბანზე მოყავდა. ის რა თქმა უნდა უარყოფდა ფულის დარიგებას, უბრალოდ უბანში დავდივარ და ხალხს ვახსენებ რომ დღეს არჩევნების დღეაო, ამას მეუბნებოდა.
დავრეკე შტაბში, მოვიდა ჩვენი შტაბის უფროსი, ასევე გაეძრო ქოცების იმ უბნის შტაბის უფროსი, აღმოჩნდა რომ ერთმანეთს ახლოს იცნობენდნენ და თავის დროზე ორივე ნაციონალი იყო, მოკლედ შეთანხმდნენ რომ ის ქოცი ქალი კოორდინატორი აღარ ირბენდა წინ და უკან.
მართლაც 2 საათით დამშვიდდა ეს დამკვირვებელი, მაგრამ გახდა თუ არა 6 საათი ისევ დაიწყო, მოვიდოდა და 5 წუთში მოყვებოდა 8-10 ადამიანი ხმის მისაცემად.
იმ დღეს საკმაოდ გავურტაკე ამ ქალს, ხან ნამუსზე ვაგდებდი ხან რას ვეუბნებოდი, ფსიქიკურად დავბომბე.
1 ტურში მელიამ ჩემთან წააგო 11 ხმით.
გათენდა მეორე ტურის დღეც.
მივედი უბანზე და ის დამკვირვებელი ისევ უბანზე გამოცხადდა, შევხედე და რაღაც ვერ იყო კარგად.
დღისით ორჯერ ისევ გააჭრა დარბაზიდან და დაიწყო როგორც 1 ტურში , მაგრამ მერე გაჩერდა და დაჯდა დარბაზში დიდი ხნით. სადღაც 2 საათზე ერთად გავედით მოსაწევად და ვეუბნები ახლაც ესე უნდა ირბინო მეთქი და იმან ვერა აღარ შემიძლია, რაღაც ტრავმა მაქვს ხერხემლის და ის გამირთულდა , საშინლად მტკივა და ერთი სული მაქვს როდის მორჩება დღევანდელი დღეო.
ჰოდა ჰოი საოცრებავ 2 ტურში მელიამ ჩემთან მოიგო 26 ხმით.
მინდა ავღნიშნო თბილისის ამ რაიონში მხოლოდ 2 უბანში მოიგო მელიამ და ერთ ერთი იყო ჩემი.
ეხლა რაც შეეხება გადასატან ყუთს.
სპეციალურად ჩავეწერე გადასატანი ყუთის მიმტანად. იყო 9 მოთხოვნა.
მინდა გითხრათ ყველა იყო ერთი მეორეზე ღატაკი. სოციალურად დაუცველი საკმაოდ ასაკიანი ხალხი და საშინელ პირობებში მაცხოვრებლები.
როცა ბულეტენს ვაძლევდი ვეუბნებოდი რომ ჩვენ ეხლა შევტრიალდებით და ბებო შენ რაც გინდა ის შემოხაზე და ჩადე კონვერტში.
აბსოლიტურად ყველა, ყველაააააა , მაინც ხმამაღლა იძახდა რომ შემოხაზა 41.
კითხვაზე თუ რატომ იძახი რა შემოხაზე ძალიან გაკვირვებული სახით მიყურებდა 80 წლის ბებოს თვალები აბა სხვა უნდა შემომახაზაო.?
მაშინვე მივხვდი ეს ადამიანები წინასაწარ დაშინებული ყავდათ რა უნდა მოეხაზათ. ალბათ სოციალური დახმარების ჩამორთმევით ემუქრებიან ასეთ ხალხს, ეს ჩემი ვარაუდია.
This post has been edited by Generalissimus on 1 Nov 2021, 15:32