საინტერესოა თბილისის II ტურის შედეგების შედარება I ტურთან, სადაც ჩემი აზრით პირდაპირ ჩანს, რომ გახარიას ამომრჩეველს ჰქონდა გადამწყვეტი ხმა, იმ დაშვებით, რომ უმნიშვნელო იყო I ტურში საერთოდ არმოსული დამატებითი ამომრჩევლის მობილიზება და კიდევ სხვა დაშვებებით, რომელიც ცხრილზე ჩანს.
ყურადღებამისაქცევია, რომ ცხრილზე
დახრილი შრიფტით მხოლოდ ჩემი ვარაუდებია - რომელი პარტიის ამომრჩეველი რომელთან წავიდოდა II ტურში, რა შედეგი დაჯდებოდა და ა.შ.
ამ კუთხით რამდენი ადამიანიცაა იმდენი მოსაზრება იქნება, ცხადია, ნებისმიერს შეუძლია ასეთი ცხრილი შეადგინოს და თვითონ შეცვალოს მონაცემი (სხვა საპირისპირო გავლენის მონაცემის ცვლილებასთან ერთად). სიმარტივისთვის მე უკიდურესი დაშვებები მაქვს გაკეთებული და რეალობა ზუსტად ასეთი რა თქმა უნდა ვერ იქნება, თუმცა ფართო სურათის დასანახად ცხრილი ნამდვილად გამოდგება.

წყარო:
https://results.cec.gov.ge/#/ka-ge/election_45/dashboardhttps://results.cec.gov.ge/#/ka-ge/election_46/dashboard