donpako007
RUGBY

    
ჯგუფი: Members
წერილები: 3447
წევრი No.: 8706
რეგისტრ.: 7-February 05
|
#58545978 · 31 Oct 2021, 13:27 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ჩვენისთანა ბედნიერი განა არის სადმე ერი? მძიმე ყალნით, ლამაზ ფალნით მორთული და მშვენიერი; უწყინარი, უჩივარი, ქედდრეკილი, მადლიერი; უშფოთველი, რიგიანი, წესიერი; ყოვლად მთმენი, ვით ჯორ-ცხენი, ნახედნი და ღონიერი. ჩვენისთანა ბედნიერი განა არის სადმე ერი?! ყველა უნჯი, ყველა მუნჯი, გულჩვილი და ლმობიერი; თვალაბმული, თავაკრული, პირს ლაგამი ზომიერი; ყველა ყრუი, ყველა ცრუი, ჭკვადამჯდარი, გულხმიერი; მცირე, დიდი - ყველა ფლიდი, ცუღლუტი და მანკიერი. ჩვენისთანა ბედნიერი განა არის სადმე ერი?! მტვერწაყრილი, თავდახრილი, ყოვლად უქმი, უდიერი; უზღუდონი, გზამრუდონი, არგამტანი და ცბიერი; მტრის არმცნობი, მოყვრის მგმობი, გარეთ მხდალი, შინ ძლიერი; არრის მქონე, არრის მცოდნე, უზრუნველი და მშიერი. ჩვენისთანა ბედნიერი კიდევ არის სადმე ერი? 1871 წ.
--------------------
ค้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้__ค้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้ ค้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้__ค้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้
|